| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული აქტივობა გაიმართა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ და ბოლოს სამახსოვრო სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებისთვის აქტივობა დასამახსოვრებელი, ემოციებით დატვირთული და სახალისო აღმოჩნდა, ისინი მოხარულნი იყვნენ, რომ ამ დღის აღნიშვნა ასე გრანდიოზულად მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას სპორტის მასწავლებელი ზვიადი კეკელიძე ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა