TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯვარისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს
30-05-2023
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

მათ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა საზეიმოდ აღნიშნეს, სკოლის ეზოში განთავსებული დეკორაცია სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. 

პირველკლასელებს ახალ ეტაპზე გადასვლას პედაგოგებიც ულოცავენ.

„პირველი კლასის მოსწავლეებს ვულოცავ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას. 
მათ საზეიმოდ აღნიშნეს ეს შესანიშნავი დღე! დღე, როდესაც დავემშვიდობეთ ანბანს და გადავედით ახალ, კიდევ უფრო სიანტერესო ეტაპზე! 
წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს პატარებს, დაე, ეს წელი ყოფილიყოს თქვენთვის საწინდარი, საფუძველი და საძირკველი მომდევნო სასწავლო წლების ნაყოფიერი და წარმატებული განვითარებისთვის!
ჩვენი სკოლის სახელით, ყველა პირველკლასელს ვულოცავ სკოლის დამთავრებას! ბედნიერი დასვენება პატარებო და გქონდეთ ბედნიერი მოლოდინი ერთმანეთთან კვლავ შეხვედრის  ახალი ენერგიებით, ახალი იდეებით და იმედებით შევხვდებით ახალ სასწავლო წელს, დიდი სიყვარულით თქვენდამი მარიამ მასწავლებელი“,- ვკითხულობთ მოსწავლეთა პედაგოგის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება