სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N219 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის კვირეული გაიმართა
30-05-2023
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრამ კვირეულების ციკლი გააგრძელა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ფარგლებში პედაგოგებმა დაგეგმეს და განახორციელეს საინტერესო აქტივობები.

22 მაისს სკოლის ფოიეში ყვავილების გამოფენა მოეწყო. ამავე დღეს სკოლის სააქტო დარბაზში დამსწრე საზოგადოების წინაშე მარინა ასლანიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია უცნაური ყვავილები, რასაც წინ უძღოდა მეორე კლასის მოსწავლეების მიერ შესრულებული პერფორმანსი - „ყვავილების ცეკვა“. 

აგრეთვე, მე-8 კლასელებმა წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია - „მავნე ჩვევები თუ ჯანსაღი ცხოვრება“,  სადაც სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

 23 მაისს მე- 4 და მე- 4 კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგების: მედეა ტატიშვილის და თამარ ტთუნაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში დარგეს ყვავილები, რითაც ეზო კიდევ უფრო გაამშვენიერეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფიზიკის პედაგოგ მაია ფოცხვერაშვილის თაოსნობით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პრეზენტაცია - „გამოჩენილი ქართველი ფიზიკოსები“, წარადგინეს,  დამსწრეებს ის ცნობილი ქართველები გააცნეს, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ფიზიკის განვითარებაში.

24 მაისს, ქიმიის პედაგოგმა - მედეა ტატიშვილმა და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მჟავა წვიმების და მათი უარყოფითი გავლენის შესახებ ისაუბრეს სკოლის სააქტო დარბაზში გამართულ სასწავლო პროექტის პრეზენტაციაზე. ხოლო მარინა ასლანიშვილმა მეცხრეკლასელებთან ერთად წარმოადგინა თემა - „ბუნების ძეგლები საქართველოში“.

25 მაისს, თამარ ტატუნაშვილმა და მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტი და პრეზენტაცია შესთავაზეს სასკოლო საზოგადოებას სოკოების თემაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო საინტერესო ფოტო და ვიდეომასალით. მე-6 კლასელებმა კი დამსწრეებს ბუნების ძეგლების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. 

„პროექტებით სწავლება ამაღლებს მოსწავლეთა სწავლის მოტივაციას, ააქტიურებს მათ შინაგან ძალებს, უვითარებს პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებით, კვლევა-ძიების, ინფორმაციის მოპოვების, დახარისხების და წარდგენის უნარებს. აგრეთვე, მსმენელი იღებს საინტერესო ფოტო - ვიდეო მასლით გამდიდრებულ ინფორმაციას, იმაღლბს ცოდნასა და ცნობიერებას სხვადასხვა მიმართულებით! წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს მათ საქმიანობაში“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება