TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ
30-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს დამოუუკიდებლობის დღის აღსანიშნ ღონისძიებას შეუერთდნენ.

ღონისძიება ქუთაისის უნივერსიტეტმა მოაწყო და მასში სხვა სკოლებთან ერთად წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, კლასის ხელმძღვანელ ნატო ჯოხაძესთან ერთად.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, უნივერსიტეტის ღია სივრცეში სკოლის მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გოგონებმა თექაში შესრულებული ნამუშევრები წარადგინეს, რაშიც მასწავლებელი ნარგიზ შავგულიძე ეხმარებოდა

მოსწავლეები ასევე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ, სადაც 26 მაისის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს, სამ გამარჯვებულს შორის იყო Vბ კლასის მოსწავლე - მარიანა ჩიკვაიძე, რომელსაც საჩუქრად წიგნი გადაეცა.

ღონისძიებაზე, უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოფენა გაიმართა. ასევე, ჩატარდა ჩინური კალიგრაფიის გაკვეთილი. კონფუცის კლასის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას ჩინური კულტურა გააცნეს.

უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ცეკვა „აფხაზური“ შეასრულა, ღონისძიების დასასრულს ფილმ - „ექვთიმეს“, ჩვენება მოეწყო.

„ამ დღით ყველანი: ბავშვებიც, მათი მშობლებიცა და მასწავლებლებიც აღფრთოვანებულები დავრჩით. ძალიან დიდი მადლობა სკოლის დირექტორს ფაქიზო ფანჩულიძეს და მზია კუბეციას აღნიშნულ ღონისძიებაში ჩვენი ჩართულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება