| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, ისინი კონკურსში - „სიყვარულით დანახული სამყარო“ ჩაერთნენ, რომელიც საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა ჩაატარა საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის.
კონკურსის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებების გამოვლენა: საუკეთესო მოთხრობა, ნოველა, ესე, ლექსი, იყო.
საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ სპეციალურად შექმნილმა ჟიურმა გამოავლინა გამარჯვებული ავტორები.
სალიბაურის N2 საჯარო სკოლიდან საუკეთესო ავტორებად დასახელდნენ და გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები - XII კლასის მოსწავლეებს: ლიზი დიდმანიძეს, მარიამ ძნელაძეს და ლიზა ბერძენიშვილს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა ნამუშევრები დაიბეჭდა წიგნში - „სიყვარულით დანახული სამყარო“, ხოლო სკოლას გადაეცა მადლობის ფურცელი.
„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ვულოცავთ მე-12 კლასის მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედებით გზაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა