| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
სკოლაში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეების მონაწილეობითა და მათი დამრიგებლების - ნინო ხარშილაძისა და მაია დარბაიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
ღონისძიებაზე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოებას, პრეზენტაციის სახით, აღნიშნული დღის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა.
„მოსწავლეებმა, ისაუბრეს და განიხილეს დამოუკიდებლობის მიღებამდე და მის შემდეგ საქართველოში მომხდარი მოვლენები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ უკეთ გაიაზრეს ამ დღის მნიშვნელობა.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა