TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნი - „ჩემი ილუსტრირებული ანბანი“ შექმნეს
30-05-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელები მთელი წელი „ანბანეთის სამეფოში“ მოგზაურობდნენ, წელი კი 
ქართულ ენისა და ლიტერატურის საზეიმო გაკვეთილით დაგვირგვინდა.

სკოლაში, პროექტი - „ჩემი ილუსტრირებული ანბანი“, დასრულდა, რომელის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საინტერესო  კომპლექსურ დავალებებზე იმუშავეს და ყოველი ასო-ბგერის შესწავლის შემდეგ ილუსტრაციები შექმნეს. 

მოსწავლეებმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, დასკვნით ღონისძიებაზე საბოლოო პროდუქტი, წიგნები - „ჩემი ილუსტრირებული ანბანი“, წარადგინეს, ეს არის პირველი წიგნი, რომელიც მოსწავლეებმა თავიანთი ხელებით შექმნეს.

ღონისძიების ბოლოს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ - „ანბანეთის სამეფოს პრინცები და პრინცესებიც“, შეირჩა, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, ასევე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და სკოლას სექტემბრამდე ამაღლებული განწყობით დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო უგულავა ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებს პირველი კლასის დასრულება დამრიგებელმა განსაკუთრებულად მიულოცა და მოუწოდა, რომ არ შეჩერდნენ და წინსვლა განაგრძონ. 

„წლების შემდეგ თქვენს ნამუშევრებს რომ დახედავთ, გაგეღიმებათ და გაგახსენდებათ, რა საინტერესოდ, ხალისითა და მონდომებით ვიშრომეთ ერთად ამ ერთი სასწავლო წლის მანძილზე იმისთვის, რომ წერა-კითხვა გვესწავლა. ბევრი წარმატებაც გვქონდა, პატარ-პატარა შეცდომებიც, რომლებზეც ვისწავლეთ და გავიზარდეთ. მჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატება გელოდებათ.

აბა თქვენ იცით, არ შეჩერდეთ, გააგრძელეთ წინსვლა! წარმატებებს გისურვებთ ყველას!“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი. 

იხილეთ ფოოტები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება