TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მნიშვნელოვანია უცხო ენის სწავლება გავხადოთ სახალისო და საინტერესო“-მეორე სვირის N1 სკოლის პედაგოგი ლიანა ცხადაძე მის მიერ შექმნილ რესურსს გვიზიარებს
29-05-2023
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის უცხო ენების მასწავლებელი ლიანა ცხადაძე მოსწავლეთა განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავს. 

ის სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომებსა და აქტივობებს იყენებს. ასე კი გაკვეთილებს მეტად სახალისოსა და საინტერესოს ხდის. 

ამჯერად, ლიანა ცხადაძე საკუთარ გამოცდილებას კოლეგებსა და მოსწავლეებს უზიარებს. ის ელექტრონული რესურსის - Around the house შესახებ საუბრობს.

„მნიშვნელოვანია უცხო ენის შესწავლის რთული პროცესი გავხადოთ სახალისო და საინტერესო. ჩვენ ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც რთულია თავი დაიმკვიდრო უცხო ენების ცოდნის გარეშე. უცხოური ენების ცოდნა კი თანამედროვე ადამიანს კონკურენტუნარიანს ხდის, თუმცა მისი დაუფლება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. უცხო ენის ათვისების მთავარი წყარო სკოლაა, რომელშიც უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ეს რთული პროცესი სახალისო და საინტერესო გახდეს.

მე, როგორც ინგლისური და გერმანული ენების მასწავლებელი, ვცდილობ საგაკვეთილო პროცესი გავამრავალფეროვნო თანამედროვე ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებით და ვქმნი ხოლმე ელექტრონულ რესურსებს. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ Quizlet- ში შექმნილ ერთ-ერთ ელექტრონულ რესურსს Around the house, რომელიც გათვლილია დაწყებითი საფეხურის (მე-3, მე-4, მე-5, მე- 6 კლასები) მოსწავლეებისათვის და მისი გამოყენება ნებისმიერი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს შეუძლია.
(https://quizlet.com/804126884/around-the-house-flash-cards/ ).

რესურსი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის შემსწავლელთა ინტერესებს, რადგან აუდიალი შემსწავლელები შეძლებენ ლექსიკური ერთეულები მოსმენით აითვისონ, ვიზუალი შესწავლელები სიტყვას ნახატით/სურათით აღიქვამენ, ხოლო კინესთეტიკები ახალი ლექსიკური ერთეულების ცოდნას წერით განიმტკიცებენ. რესურსი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ონლაინ ქვიზი, რომლითაც მასწავლებელი და თავად მოსწავლეები შეძლებენ შეამოწმონ ვინ უფრო სწრაფად ამოიცნო ნასწავლი ლექსიკური ერთეულები.

https://quizlet.com/804126884/learn
https://quizlet.com/804126884/test
https://quizlet.com/804126884/match
https://quizlet.com/804126884/live?type=classic თამაშისთვის საჭიროა მინიმუმ 4 მონაწილე, სათამაშო კოდია M82-NZP რესურსი „Around the house“ ეფუძნება დაწყებითი საფეხურის პირველი უცხოური ენის ( ინგლისური ენა) სტანდარტს და ხელს უწყობს სამიზნე ცნებების „ტექსტი“ და „ენობრივი საშუალებები“ მიღწევას. იგი შექმნილია თემატური ბლოკის „მე და სამყარო“ , კერძოდ კი „სახლი და უახლოესი გარემო“ (სახლის ინტერიერი, ავეჯი/საყოფაცხოვრებო ნივთები) მიხედვით.

ამ რესურსის გამოყენებით მოსწავლე შეძლებს:

  • დაიცვას უცხოური ენისათვის დამახასიათებელი გამოთქმა, მახვილი და ინტონაცია.
  • ნასწავლი ლექსიკური ერთეულების და გამონათქვამების ცოდნა გამოიყენოს დიდაქტიზებული ტესტების მოსმენა/ მოსმენა-ყურების და გაგებისთვის.
  • ეჩვევა დამოუკიდებელ სწავლას და აფასებს საკუთარი სწავლის პროგრესს,
  • ეზრდება მოტივაცია და ჩართულობა.
  • ეჩვევა „მცდარია“/„ჭეშმარიტია“ ტიპის სავარჯიშოების კეთებას.
ელექტრონული რესურსის გამოყენებისთვის მოსწავლეს (ან მშობელს) დაჭირდება მხოლოდ ელ.ფოსტა და ინტერნეტი“,- წერს პედაგოგი.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება