| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, კალენდარული გეგმით გათვალისწინებული, სპორტული ღონისძიების კვირეული - „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“ ჩატარდა.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები ერთმანეთს სპორტულ-გასართობ შეჯიბრში - „მხიარული სტარტები“ შეეჯიბრნენ, რომელსაც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი რუსუდან შონია ხელმძღვანელობდა.
„მხიარულ სტარტებში“ ასევე მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელ ირმა საჯაიასთან ერთად.
მოსწავლეებს შორის ასევე შეჯიბრი გაიმართა ჭიდაობაში, რაგბში, მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში.
„გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, რამაც ძალიან გაახარა ბავშვები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და სახალისო.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ქალბატონ რუსუდან შონიას და ირმა საჯაიას ასეთი ლამაზი დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეებს სპორტისადმი სიყვარულს უღვივებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა