| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება გაჯერებული იყო ეროვნული სულისკვეთებით, მოსწავლეებმა სხვადსხვა აქტივობა წარადგინეს და სასკოლო საზოგადოებას პატრიოტული ღონისძიება შესთავაზეს.
მოსწავლეებმა, 1918 წლის 26 მაისის კადრები გააცოცხლეს და სიმბოლურად ხელი მოაწერს „დამოუკიდებლობის აქტს“ შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და წაიკითხეს ლექსები სამშობლოსა და თავისუფლებაზე.
„სამშობლო ამ ქვეყნად ერთადერთი სახლია, რომლის გარეშეც -უსახლკარონი ვიქნებით“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოოტები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა