TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებაში წარმატებით იასპარეზეს
29-05-2023
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცაგერის ცენტრში ჩატარებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვნენ და თავიც გამოიჩინეს.

მასობრივ გარბენში ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ სასპორტო სკოლის, ქალაქ ცაგერისა და ლასურიაშის სკოლების მოსწავლე სპორტსმენები.

მეათეკლასელმა - საბა ხეცურიანმა გამარჯვება მოიპოვა. საპრიზო, მესამე, ადგილზე გავიდა მეცხრეკლასელი მერაბ მეიფარიანი. მათ შესაბამისი პრიზები და დიპლომები გადაეცათ. გამარჯვებული საბა ხეცურიანი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - ჭაბუკი ჭაბუკიანმა დააჯილდოვა. მესამეადგილოსან მერაბ მეიფარიანს კი ჯილდო მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა - მამუკა ჩიქოვანმა გადასცა. 

აქტიურად იასპარეზეს ასევე მეშვიდეკლასელმა - ლუკა კოპალიანმა, ლუკა მეიშვილმა და მერვეკლასელმა - ირაკლი გვიშიანმა.

აღსანიშნავია, რომ ბარდნალის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზეც აისახება. 

„სპორტული მიღწევებით ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხშირად გვახარებენ, რაც მათი ფიზკულტურისა და სპორტის მასწავლებლის ალუდა ხაბულიანის დიდი შრომის შედეგია, თუმცა დღევანდელ დღეს გამარჯვებას მაინც სხვა ფასი აქვს. ჩვენი სპორტისმოყვარული და წარმატებული ვაჟების სახელით ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოში“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება