TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ
29-05-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურის მასწავლებელ ნინო ქვლივიძესთან ერთად, რომელიც ამავე კლასის დამრიგებელია, eTwinning-ის ფარგლებში განხორციელებულ პროექტზე - Easter travel around Europe - „სააღდგომო მოგზაურობა ევროპის ირგვლივ“ მუშაობა დაასრულეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტს საფუძველი ჩაეყარა საბერძნეთში.

აღნიშნულ პროექტში, ჩართული იყო 27 ევროპული სკოლა, სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მონაწილე სკოლების მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დაამზადეს და პარტნიორ სკოლებს წარუდგინეს სააღდგომო თემატიკის ნახატები და ხელნაკეთი სააღდგომო დეკორატიული ნივთები.

„ასევე განხორციელდა ონლაინ კონფერენციები, სადაც ნინოწმინდელმა მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარი სოფლის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რელიგიაზე. პარტნიორ ქვეყნებს გააცნეს საკუთარი ქვეყნის სააღდგომო ტრადიციები და ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნის ქრთული წეს- ჩვეულებები. აღნიშნული ინფორმაცია ელექტრონულ წიგნშიც განათავსეს და მეტი შთამბეჭდაობისთვის, დეტალების ელექტრონული ვიზუალიზაცია გააკეთეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა შემოქმედებითი ხედვა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მათ ასევე, კონფერენციაზე ქართული სააღდგომო საგალობელი შეასრულეს და როგორც სკოლაში გვიყვებიან, ევროპელი თანატოლებისა და მასწავლებლების მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

„მოსწავლეებმა კიდევ ერთი აქტივობა განახორციელეს, მეწყვილე სკოლასთან - სააღდგომო მისალოცი ბარათების გაგზავნა დიდი ენთუზიაზმით დაგეგმეს და შეასრულეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათ პოლონელ თანატოლებთან გაგზავნეს საკუთარი ფანტაზიითა და ხელით შექმნილი ბარათები

„ემოციური იყო მიღებული ბარათების გახსნის პროცესი. პროექტში მონაწილეობა ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყების საფუძველი გახდა.

ნინოწმინდის საჯარო სკოლისა და ბიდგორჩის N27 დაწყებითი სკოლის მასწავლებლებმა გადაწყვიტეს მათი მასწავლებლები მიმოწერითი მეგობრები გახდნენ.  პოლონეთიდან გამოგზავნილი პირველი წერილები უკვე გზაშია და ადრესატები გულის ფანცქალით ელოდებიან ახალი მეგობრებისგან ამბებს, სასწავლო წლის დასასრულამდე პასუხებსაც დაუბრუნებენ, ახალი სასწავლო წლიდან კი რეგულარული მიმოწერა გაჩაღდება ორი ქვეყნის, ორ დამეგობრებულ სკოლას შორის“, - ამბობენ სკოლაში.​

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მასწავლებელი - ნინო ქვლივიძე პარალელურად ახორციელებს საკუთარ პროექტს - „Book club your new world წიგნის კლუბი - შენი ახალი სამყარო“, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, წიგნის სარგებლიანობის გააზრებას, კარგ მკითხველებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას, სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეების თანამშრომლობასა და სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან კავშირების დამყარებას.

„თავის პატარებთან ერთად, წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა პედაგოგს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა და პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება