სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილე აღნიშნეს
29-05-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის უდიდესი მონდომებითა და პასუხისმგებლობით აღნიშნავენ.

ამჯერად, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილე აღნიშნეს. ლიტერატურული საღამო საქართველოს ჰიმნით დაიწყო. „ანაბასისელებმა“ გაიხსენეს, რა გზა განვლო 1918 წლამდე და მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ. ასევე, გაიხსენეს ისტორიული ფაქტები, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა - 1918 წლის 26 მაისი - წინაპირობები, მნიშვნელობა და შედეგები, წაიკითხეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ყველა ქართველი ვალდებულია იცნობდეს მრავალჭირვარამნახული საქართველოს წარსულს, იცოდეს ვინ არის, საიდან მოდის და რა ევალება ქვეყნის წინაშე, მუდამ ახსოვდეს, რამდენი ნიჭი, რამდენი ძალა და რამდენი სიცოცხლე შეეწირა ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სუბიექტად ჩამოყალიბებას.

„ანაბასისელებმა“ პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირ მამულიშვილთა ხსოვნას. ღონისძიების ბოლოს, ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ლელა ფერაძემ და სკოლა „ანაბასისის“ დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს ღონისძიების მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელს - თეა სამხარაძეს, საინტერესო საღამოს ორგანიზებისთვის.

სკოლა მადლობას უხდის ცენტრალურ ბიბლიოთეკას თანამშრომლობისათვის.

„ჩვენი ისტორია მხოლოდ ალესილი ხმლების ქნევით არ იქმნებოდა... არც მხოლოდ დასავლეთსა და აღმოსავლეთს მიჩერებულ მეფეთა თავგანწირვით, მას უსახელო ქართველების ხელიც ქმნიდა. ეს ხელი მარადიული სიჯიუტით უვლიდა ერის მარადისობას! საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია  ესაა დაუღალავი ბრძოლა ერთიანობისა და თავისუფლებისათვის...ჩვენი ღირსეული წინაპრები არასოდეს შეგუებიან მონობას და ყოველთვის თავისუფლებისაკენ ისწრაფოდნენ და უკეთესობისთვის იბრძოდნენ... თავისუფლებისადმი დაუშრეტელი სურვილი - ერის სულიერების და ფიზიკური გადარჩენის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენდა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან ცხოვრებაში... თავისუფლებისათვის ბრძოლა ქართველი ერის სისხლძარღვებში დაუმორჩილებლად არის გამჯდარი. ქართველები მხოლოდ მამულის სიყვარულს უღელს ატარებდნენ სიამაყით და სიყვარულით... ერის ღირსებისათვის თავდადება ქართველისთვის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენდა მუდამ. სწორედ ამ ღირსების დასაცავად ერთიანდებოდა ხოლმე ერი და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იდგა ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე. „ჩვენ ისევ ქართველნი გვქვია და ვამაყობთ ჩვენი ქართველობით...ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ და მომავალ თაობას გადავცეთ, ქართული სული და ხასიათი, გავაგრძელოთ უნიკალური ტრადიციები, რომელსაც მსოფლიო აღტაცებაში მოჰყავს“-აცხადებენ „ანაბასისელები“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება