TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სალიბაურის N2 სკოლის მოსწავლეები სამდღიან საგანმანათლებლო ბანაკში მონაწილეობდნენ
29-05-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, XII კლასის მოსწავლეები - ლიზი დიდმანიძე, მარიამ ძნელაძე და მამუკა ქამაშიძე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებული სამდღიანი ბანაკის - „პროფესიული ორიენტაცია“ ფარგლებში გამართულ აქტივობებში მონაწილეობდნენ.

პირველ დღეს, საინფორმაციო ტრენინგი პროფესიის არჩევის შესახებ გაიმართა, მას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ქეთევან ბერიძე წარუძღვა. მონაწილე ახალგაზრდები ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მნიშვნელობის შესახებ გაეცნენ.

მეორე დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასვლით აქტივობებს დაეთმო. მონაწილე აბიტურიენტებს რექტორმა - მერაბ ხალვაშმა, უნივერსიტეტში სწავლის პირობები, საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და მომავალ სტუდენტებს წარმატებები უსურვა. ახალგაზრდებმა ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პროფესიული კლინიკები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს იმუნოგენეტიკის, ქიმიის, კრიმინალისტიკის, სინქრონული თარგმანის ლაბორატორიებში, იმყოფებოდნენ სასამართლო პროცესების საიმიტაციო დარბაზში.

მესამე დღეს, ახალგაზრდობის ცენტრში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ახალგაზრდებს შეხვდა და პროფესიის არჩევის შესახებ ესაუბრა.

პროექტში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება