TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
29-05-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა საზეიმო მსვლელობა, სიმბოლურად, ეკლესიის ეზოდან მოაწყვეს. მათ საქართველოზე ლექსები წაიკითხეს და ეროვნული ჰიმნიც ააჟღერეს.

აქტივობის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობისა და ამ დღის შესახებ ისაუბრეს.  

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

„მსაგავსი აქტივობა მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და პატარაობიდანვე უნერგავს სამშობლოს სიყვარულს“,- ამბობენ სკოლაში. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იქნება - ცვლილება იმ აბიტურიენტებს ეხებათ, რომლებმაც მინიმალური ბარიერი ყველა საგანში გადალახეს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო

​კლასის დამრიგებლების, ა. ნალბანდიანისა და ვ.კიურეღიანის ხელმძღვანელობით, სკოლის უკანასკნელი დღეები ნამდვილ დღესასწაულად იქცა

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება