სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს
25-05-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

შესაბამისად, პირველკლასელთათვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს და ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

ეს მნიშვნელოვანი მოვლენა 1-ელმაბ კლასმა, დამრიგებელ მარინე ბენიძის ხელმძღვანელობით, შთაბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნა. ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის სალომე ქობალიას ზღაპრის მოტივებს გასდევდა. მოსწავლეებმა როლები წარმატებით მოირგეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს. 

ღონისძიებას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და პედაგოგიური კოლექტივი ესწრებოდა. დამრიგებელი, მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება ამ სანახაობრივი ნომრით კმაყოფილი დარჩა. 

„თითქოს გუშინ დაირეკა პირველკლასელთათვის პირველი ზარი და დღეს უკვე დაამთავრეს. მოსწავლეებმა შთამბეჭდავად გაართვეს თავი თავიანთ როლებს და წარმოაჩინეს თავი, როგორც შეძლეს.
ზღაპარში ჩადებული იყო აზრი, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართულ ანბანს გადაგვარების საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ გადაურჩა ისტორიულ ქარტეხილებს და დღემდე მოიტანა თავი.
ზღაპარში მტრის სახით წარმოდგენილი იყო - დევი და ალქაჯები, რომლებმაც დაატყვევეს ქართული ანბანის ხმოვნები, მხსნელად და გადამრჩენლად კი ხალხის საყვარელი გმირი - ამირანი, რომელმაც ბორკილები აიწყვიტა და იხსნა მტრისაგან ქართული ანბანი.
ზღაპარში გაცოცხლებული იყო სხვადასხვა პერსონაჟი დედაენის წიგნიდან. ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია და 1-ელიბ კლასის ზღაპარიც ბოროტზე კეთილის გამარჯვებით დასრულდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება