TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნი გვზრდის და გვასაზრდოებს“ - საინტერესო პროექტი ჭარნალის საჯარო სკოლაში
25-05-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში ინტეგრირებული პროექტი - „წიგნი გვზრდის და გვასაზრდოებს“, განხორციელდა. 

პროექტი 22 მაისს, დაწყებითი და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების თანამშრომლობით ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია გაიზარდოს მოსწავლე-ახალგაზრდობაში წიგნიერების დონე, წიგნებისადმი სიყვარული. 

„წიგნი სიბრძნის წყაროა, სიბრძნე კი ცხოვრების სანთელი“, - ასეთი იყო პროექტის ლოზუნგი. 

გარდა აღნიშნულისა, პროექტი მიზნად ისახავდა ტექნოლოგიების საუკუნეში, მოსწავლეთათვის წიგნის როლის გაცნობიერებას. 

აღსანიშნავია, რომ პროექტით მასწავლებლებს სურდათ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ბიბლიოთეკასთან, ასევე სმენის, პრეზენტირებისა და სხვა უნარების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტში მონაწილეობდნენ I და II საფეხურის მოსწავლეები და თავისუფალი სივრცის წევრები, აღსანიშნავია, რომ ასევე მასში ჩართულნი იყვნენ ბათუმის საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლები: თინათინ ცენტერაძე და ნანა კვაჭაძე.

შეხვედრა გახსნა საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მწიგნობარის“ კონკურსში გამარჯვებულმა, ანასტასია გვიანიძემ. ბიბლიოთეკარმა, ნანა კვაჭაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე - „მზე ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში“. 

სტუმრებსა და პროექტში მონაწილე მოსწავლეებს შორის შედგა კომუნიკაცია, რამაც შეხვედრა კიდევ უფრო ინტერაქციული და პროდუქტიული გახადა. 

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა, სკოლას საჩუქრად გადასცეს წიგნი და მსურველები მიიწვიეს ბიბლიოთეკაში.

სტუმრებმა ჭარნალის საჯარო სკოლის ხელნაწერ ალბომში - „იღწვიან მომიგონებენ, დამლოცვენ მოვეგონები“, ავტოგრაფები დატოვეს. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელებს ასეთი საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისა და წიგნის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

იხილეთ ვიდეო და ფოტომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება