TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა, რომ გიყვარდით და მათბობდით ასე ძლიერ და უანგაროდ“- ტურცხის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები სიყვარულით გააცილეს
19-05-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა, სკოლის დამთავრება საზეიმოდ აღნიშნეს. 

მოსწავლეებისთვის - აფეთნაკისთვის, მარიანნასთვის, ანაჰიტისთვის, სტეფანისთვის, ეკატერინასთვის, გოჰარასთვის, მარგარიტასთვის  და ზურაბისთვის სკოლის ზარი ბოლოჯერ დაირეკა. 

მოსწავლეებს სკოლის დამთავრება უმცროსკლასელებმა და პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს. 

„დღეს დასრულდა თქვენთვის ეს ზღაპრული გზა, რომელსაც სკოლის გზა ერქვა. მიდიხართ სკოლიდან, ისე როგორც უამრავი თაობა წასულა თქვენამდე... წამიერად თვალწინ გამიელვა იმ დღემ, სკოლაში პირველად რომ მოხვედით.  პატარა ანგელოზებს ჰგავდით მიამიტი და ოდნავ შეშინებული თვალებით. დღეს, უკვე ზრდასრული, დახვეწილი, ჩამოყალიბებული და ულამაზესი ახალგაზრდები ხართ. მიდიხართ სკოლიდან რომელიც თქვენი ცხოვრებისეული მოგზაურობის ყველაზე ლამაზ, დაუვიწყარ და სანატრელ ნაწილად დარჩება ყოველთვის!  მინდა გითხრათ, რომ ამ ხნის მანძილზე, მე როგორც სკოლის დირექტორი და თქვენი ქართული ენის მასწავლებელი, შეგეჩვიეთ და ძალიან შემიყვარდით! ძნელია გული არ ამიჩუყდეს, იმიტომ, რომ ვიცი რამხელა სიყვარული და სითბო მაჩუქეთ! მადლობა, რომ იყავით ჩემი ცხოვრების ამ ნაწილში! მადლობა, რომ გიყვარდით და მათბობდით ასე ძლიერ და უანგაროდ!

ჩემო ანგელოზებო! მინდა მთელი გულით მოგილოცოთ სკოლის დამთავრება! მინდა გისურვოთ ყველაფერი მხოლოდ  საუკეთესო დარჩენილი ცხოვრების გზაზე! მინდა ისეთ პიროვნებებად ჩამოყალიბდეთ, რომ მე სიამაყით ვთქვა- ეს ჩემი მოსწავლე იყო!

უფალი იყოს თქვენთან!“, - ასე მიმართა კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორმა შორენა აკოფაშვილმა და გზა დაულოცა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„იაკობობაში“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა“
 
სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება