| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით სხვადასხვა საინტერესო პროექტი და აქტივობა ხორციელდება.
ამჯერად, სკოლაში სასკოლო პროექტის - „ხელი გაუწოდე ბუნებას“ და კლუბი „ისტორის“ პროექტ - „უსაფრთხო გარემოს“ ფარგლებში გარემოსდაცვითი აქტივობები დაიგეგმა.
მოსწავლეებმა საინტერესო, თემატური ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„პროდუქტის შექმნისას გამოვიყენეთ: მუყაოს ქაღალდი, საამშენებლო თაბაშირმუყაოს ფილა, კბილის წკირები, მეორადი ფერადი ფურცლები, საღებავი, ეგრედწოდებული „ცხელი წებო-სილიკონი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობებში მოსწავლეები ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს ესადაგება.
„მადლობა მერვეკლასელებს და მათ მშობლებს პროექტის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალხმრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა