სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დირექტორები გავაფრთხილეთ“... - იკეტება თუ არა სკოლები და ბაღები ქუნთრუშას დაფიქსირებისას - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
15-05-2023
-
+


ბაღებსა და სკოლებში, ბოლო პერიოდში, ქუნთრუშას არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა; მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან ინფექციის გავრცელების მიუხედავად, არც სააღმზრდელო ჯგუფები და არც კლასები არ იხურება. არის თუ არა მსგავსი რეკომენდაცია და რა უნდა გავითვალისწინოთ სკოლამდელ თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აფეთქების თავიდან ასაცილებლად? – etaloni.ge-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ციცო დილებაშვილი ესაუბრება.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქუნთრუშაც და ჩუტყვავილაც არის ციკლური დაავადებები და პერიოდულად, იქმნება ფენა, რომელიც უნდა დაავადდეს. არ არსებობს ქუნთრუშას საწინააღმდეგო ვაქცინა და წლების განმავლობაში არ გვქონია შემთხვევების მატება, თუმცა წელს ასეულობით შემთხვევა დაფიქსირდა“, - აღნიშნავს ციცო დილებაშვილი და დასძენს, რომ სკოლებსა და ბაღებში ქუნთრუშას ჯგუფური შემთხვევები არ დაფიქსირებულა გარდა 1-2 სკოლისა.

„ერთეულ შემთხვევებზე აუცილებელი არ არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქმის კურსში ჩაყენება, თუმცა რადგან საკითხი ბავშვებს ეხება, სკოლები, ბაღები, მშობლები, დირექტორები... გავაფრთხილეთ, რომ შეგვატყობინონ ყველა მაჩვენებელი...

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩუტყვავილასგან განსხვავებით, რომელიც ინფექციური დაავადებაა, ქუნთრუშა ბაქტერიულია და პრევენცია არის სადეზინფექციო ხსნარი“, - აცხადებს ციცო დილებაშვილი.

რაც შეეხება საინკუბაციო პერიოდს, ოფიციალური განმარტებით, პროტოკოლი არ არსებობს, მაგრამ კლასში ან ბაღის ჯგუფში ქუნთრუშას დაფიქსირებისას იწყება მუშაობა - ბავშვები იყოფიან 2 კატეგორიად და ვისაც არ აქვს დაავადება გადატანილი, იწყება მათზე დაკვირვება.

მეორე შემთხვევის დაფიქსირებისას (საყურადღებო ნიშნებია ყელის ტკივილი, სურდო, დაბალი ტემპერატურა...), არც ერთი ბავშვი, ვისაც გადატანილი არ აქვს ქუნთრუშა, წესით სკოლაში (ან ბაღში) არ უნდა მივიდეს, თუმცა ირკვევა, რომ ასეთ დროს მშობლების დიდი წინააღმდეგობა ხვდებათ:

კერძო ბაღებისა და სკოლების მოსწავლეთა მშობლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბავშვების სახლში დარჩენას, რადგან თანხას იხდიან... ასეთ შემთხვევაში, ქუნთრუშას განმეორებითი შემთხვევის დაფიქსირებისას, ვაძლევთ რეკომენდაციას, 8 დღე ატარონ პირბადე - ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ განმეორებითი შემთხვევის დაფიქსირებისას ჯგუფური შემთხვევების რისკები შექმნილია და მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს“, - განმარტავს ციცო დილებაშვილი და დასძენს, რომ ქუნთრუშას გამეორება არ ახასიათებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება