სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ - ხონის N2 სკოლის მოსწავლეებმა, სასკოლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
05-05-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში მიმდინარე სასკოლო პროექტის - „ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“, მორიგი აქტივობა განხორციელდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან,  IX კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლბელ მაია მაჭარაძესთან და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელ თამარ ჩხენკელთან ერთად, გამოიკვლიეს და შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის კონონმდებლობები და შეზღუდვები ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ.

„მათ ისაუბრეს იმ კონკრეტულ შეზღუდვებზე, რომლებიც კანონმდებლობის დონეზე არსებობს ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მეცხრეკლასელებმა ასევე მე-10 კლასების მოსწავლეების წინაშე პრეზენტაცია წარადგინეს.

„მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის მოკლე ისტორიის შესახებ, თანამედროვე ავტომატურ სადგურებზე, რომ 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების შემცველობის მონიტორინგი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა ასევე მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები და ისაუბრეს, თუ სად ხდება ავტომატური სადგურებიდან მიღებული ყოველდღიური მონაცემების გამოქვეყნება, ჰაერის დაბინძურების გაზომვის მეთოდოლოგიებზე.

„მათ იმსჯელეს, როგორ ხდება სინჯების აღება და რომ, შემდეგ მილაკების ანალიზი ტარდება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, ხოლო მიღებული კონცენტრაციების მნიშვნელობების შეფასება წარმოებს ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემით“, -  გვიყვება სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია საზოგადოების მხრიდან აქტიურობა, რათა მეტი ყურადღება დაეთმოს ისეთი გლობალური პრობლემის მოგვარების საკითხს, როგორიცაა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება.

„მადლობა მე-9 კლასის მოსწავლეს - მარიამ კუხალაშვილს საინტერესო და მრავლისმომცველი პრეზენტაციის წარმოდგენისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პრეზენტაციები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება