სიახლეები
სკოლები

„სამრეწველო გადატრიალებიდან მდგრად განვითარებამდე“- თბილისის N174 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
13-04-2023
-
+


თბილისის N174 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს აწყობენ. 

ამჯერად, სკოლის „ისტორიის მოყვარულთა კლუბი - 174“ -ის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა: ნანული ლოთიშვილმა, მარინე სეფიაშვილმა, მცხეთის რაიონის სოფელ წეროვნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებთან და ისტორიის მასწავლებელ ნინო დოლიშვილთან ერთად, სასწავლო პროექტი თემაზე: „სამრეწველო გადატრიალებიდან მდგრად განვითარებამდე“, განახორციელეს. 

პროექტის მიზანი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარეობდ. კერძოდ: „მოსწავლემ უნდა შეძლოს ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა“. აღსანიშნავია, რომ თავად კლუბის მუშაობის ერთ-ერთი მიზანი მოსწავლეებისათვის მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა და ისტორიის სწავლებით მოსწავლეთა დაინტერესებაა.

„ისტორიის საგანში გარკვეული ადგილი ეთმობა სამრეწველო რევოლუციის თემის შესწავლას, თუმცა მასალა იმდენად მრავალფეროვანია და საინტერესო, საგაკვეთილო პროცესში ამომწურავად რთულია ამის გაკეთება, სწორედ ამისთვის გამოვიყენე კლუბური მუშაობის არეალი და თემა განვავრცე კლუბის სივრცეში. რაც, რა თქმა უნდა, გამოწვეული იყო მოსწავლეთა მხრიდან დიდი ინტერესის გამო. სამრეწველო რევოლუციის შესწავლისას, მოსწავლეები გაეცვნენ რას ნიშნავდა სამრეწველო რევოლუცია. შეისწავლეს სიახლეები რომელიც გამოჩნდა და დაინერგა წარმოებაში. როგორ დაიწყო ადამიანმა ორთქლის მანქანის, ელექტრონათურის, ელექტროენერგიის, შემდგომ უკვე ატომური ენერგიის, გაზის, ნავთის გამოყენება და ა. შ. გაკვეთილზე გამოვიყენე ელექტრნული დამხმარე რესურსი:
1. რესურსი
2. რესურსი
რამაც გაზარდა მოსწავლეთა დაინეტერესება და აამაღლა ჩართულობა. დამხმარე რესურსი, რა თქმა უნდა, არ შეიცავდა ამომწურავ ინფორმაციას ახალი გამოგონებებისა და მიღწევების შესახებ...მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი კიდევ რა შექმნა ადამიანმა, რა გამოიგონა, როგორ და რა ენერგიების გამოყენებას ეფუძნება ეს ყველაფერი, აქვს კი დედამიწას იმხელა პოტენციალი რომ ადამიანის ეს დაუოკებელი წინსვლა დააკმაყოფილოს ისე, რომ გარემო არ დაზიანდეს....რა შეიცვალა დედამიწაზე კიდევ სამრეწველო გადატრიალების შემდგომ. საუბრობდნენ რესურსებზე, გამოთქვავდენენ ინტერესს, თუ რა მდგომარეობა იყო მოცემულ რეალობაში. თავისთავად დაიბადა იდეა, რომ განგვეხორციელებინა სასწავლო პროექტი. მოსწავლეები ცდილობდნენ მსჯელობისას გამოეყენებინათ ცოდნა, რომელიც გეოგრაფიის საგანში მიიღეს, რესურსების შესახებ...თუმცა ამ მხრივ კიდევ ბევრი რამის გაგება სურდათ, ამიტომ პროექტის განხორციელებაში ჩაგვერთო გეოგრაფიის მასწავლებელი. თვითონ ჩემთვისაც, როგორც პედაგოგისთვის მეტად საინტერესოა მდგრადი განვითარების მიმართულებით მუშაობა. მდგრადი განვითარების მიზნების შეასაბამისად აქტიურად ვახორციელებ სხვადასხვა პროექტებს და კომპლექსურ დავალებებს, რადგან ყველაფერთან ერთად, მოსწავლის აქტიურ და გარემოზე მზრუნველ ადამიანად ჩამოყალიბება სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო პროექტის განხორციელების გამოცდილება მე და ჩემს კოლეგას ნამდვილად გვქონდა, თუმცა არასოდეს გაგვიხორციელებია ერთობლივი პროექტი სხვა სკოლასთან ერთად. ჩვენთვის ეს სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა , ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში პირველად მოგვეძებნა თანამშრომლობისათვის კიდევ რომელიმე სხვა სკოლა. სოციალური ქსელების საშუალებით ვეცადეთ გვეპოვა სკოლა, რომელიც თანამშრომლობაზე დაგვთანხმდებოდა. გავუგზავნეთ რამოდენიმე სკოლის პედაგოგს ჩვენი იდეის შესახებ ინფორმაცია, ძალიან მალე გამოგვეხმაურა მცხეთის რაიონის სოფელი წეროვანის საჯარო სკოლის პედაგოგი. სიხარულით დავუკავშირდით წეროვანის სკოლის ისტორიის პედაგოგს ქალბატონ ნინო დოლიშვილს და კიდევ ერთხელ შევთავაზეთ ერთობლივი პროექტის განხორციელება. ქალბატონი ნინო დაგვთანხმდა თანამშრომლობაზე და რაც ყველაზე გასახარი იყო, თავად მოსწავლეთა მხრიდანაც იყო დაინტერესება. ჩვენი სკოლის ისტორიის მოყვარულთა კლუბის წევრი მოსწავლეების მხრიდანაც ვიგრეძენით დაინტერესება, სურდათ ეთანამშრომლათ სხვა სკოლის თანატოლებთანაც, შეეძინათ მეგობრები, გაეზიარებინათ მათთვის საკუთარი ცოდნა და გამოცდილებები. ჩემს კოლეგასთან და მოსწავლეებთან ერთად შევადგინეთ პროექტის გეგმა, მოვიფიქრეთ პროექტის სახელწოდებაც, შევქმენით საერთო სამუშაო ელექტრონული სივრცე და ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ ქალბატონ ნინო დოლიშვილს, რომელიც წარმოადგენდა შუამავალ რგოლს ჩვენსა და წეროვანის სკოლის მოსწავლეთა შორის. ჩვენი ნამუშევარი გადავუგზავნეთ ჩვენს წეროვნელ მეგობრებს და ვთხოვეთ, რომ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, დაემატებინათ აქტივობები, მოეხდინათ რომელიმე საკითხის კორექტირება, თვითონ რას მოიფიქრებდნენ პროექტის დასასათაურებლად.. ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი უნდა ყოფილიყო ურთიერთპატივისცემაზე და თანაბარუფლებიანობაზე დაფუძნებული. აღსანიშნავია რომ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები პროექტის სახელწოდებასთან და აქტივობებთან დაკავშირებით(მაგ: დაამატეს ინტერვიუს აღება წეროვანის დასახლებაში ოჯახებთან, რომლებიც უკვე სარგებლობდნენ მზის ენერგიით და სხვა) საბოლოო ჯამში, ერთობლივი ძალებით მოვახდინეთ გეგმის კორექტირება, შევურჩიეთ პროექტს სახელი, გავწერეთ დროში და დავსახეთ პროექტის განხორციელების ნაბიჯები. როგორც უკვე ავღნიშნე, შევქმენით ელექტრონული საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემდა. სწორედ ამ ელექტრონული სამუშაო სივრცის დახმარებით განვახორციელეთ ზემოთხსენებული აქტივობები.
პროექტის შემდგომ ეტაპზე, მოსწავლეთა დაინტერესებისა და ჩართულობის ამაღლების მიზნით, დამხმარე ელექტრონული რესურსი გადავუგზავნეთ ჩვენს წეროვნელ მეგობრებს. ამ რესურსის გამოყენებით მათაც გავაცანით სამრეწველო რევოლუციის შემდგომი მიღწევები. ჩვენი მიზანი იყო ასევე ამ სლაიდების საშუალებით მოსწავლეებისთვის გაგვეცნო თუ რამდენად უსაზღვროა ადამიანის ფანტაზია და სწრაფვა განვითარებისაკენ, კეთილდღეობისაკენ. მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე გეოგრაფიის მასწავლებელმა მოსწავლეებს მიაწოდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია ამოწურვადი და განახლებადი რესურსების შესახებ. როგორ ჩააყენა ადამიანმა საკუთარ სამსახურში ამოუწურავი და ამოწურვადი რესურსები. ორივე სკოლის მოსწავლეებს მიეცათ დავალება მოემზადებინათ პრეზენტაციები თემაზე: „სამრეწველო გადატრიალების დადებითი და უარყოფითი მხარეები“. გვსურდა მოსწავლეებს თავად ემუშავათ, ეფიქრათ, მოეძიათ სიახლეები რომელიც ადამიანმა შექმნა საკუთარი კეთილდღეობისათვის...ამასთან ერთად კი მიეგნოთ პრობლემებისთვის რაც მოიტანა სამრეწველო რევოლუციამ კაცობრიობისათვის. მოსწავლეებს მივაწოდეთ სათანადო დეტალური სიტყვიერი ინსტრუქციებიც. განვსაზღვრეთ ამისათვის სამუშაო დროის ლიმიტი. ორივე სკოლის მოსწავლეებმა მეტად საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. უამრავ მიღწევებთან ერთად, ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა პლანეტა დედამიწა სწორედ ამ სამრეწველო რევოლუციის წყალობით. ბავშვებმა საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს არსებულ სავალალო შედეგებზე და ასახელებდნენ პრობლემის გადაჭრის მრავალფეროვან ვერსიებს...
პროექტის შემდგომ ეტაპზე მოსწავლეებმა დაამზადეს ფორმატები, სადაც ყურადღება იქნა გამახვილებული განახლებადი რესურსების გამოყენებაზე. ელექტრონული სივრცის დახმარებით კი ორივე სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს ერთობლივი ონლაინ გამოფენა თემაზე: ,,ენერგიები ადამიანების სამსახურში“. გამოფენის მიზანი იყო, უფრო მეტი ბავშვისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია რა ენერგიებსა და რესურსებს იყენებს თანამედროვე ადამიანი საკუთარი კეთილდღეობისათვის. რა საფრთხეების წინაშე დგას დედამიწა და რა ალტერნატიული ენერგიები არსებობს რომლებსაც შეუძლიათ სამრეწველო რევოლუციებით გამოწვეული მძიმე შედეგები შეამციროს, რას ეკუთვნის მომავალი, რას შეუძლია პლანეტა დედამიწის გადარჩენა, სცოდნოდათ სირთულეების შესახებ რაც მოიტანა დედამიწაზე არსებული რესურსების არარაციონალურმა გამოყენებამ. ამისათვის გამოფენის შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებმა გაუზიარეს მეგობრებსაც. თვითონ პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი: თუ არსებობს რაიმე ორგანიზაცია ან გეგმა, რომელიც იბრძვის დედამიწის გადასარჩენად...ჩვენ კი პროექტის გეგმის შემუშავების დროს სწორედ რომ გათვალისწინებული გვქონდა ბავშვებისათვის გაგვეცნო მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები.
მოგეხსენებათ, ბევრი ადამიანისთვის და უფრო მოსწავლეებისთვის უცნობია მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესახებ. ამიტომ ერთი დღე დავუთმეთ სწორედ ამ საკითხს. მოსწავლეებს ინტერნეტში არსებული ვიდეო რგოლების დახმარებით მივაწოდეთ ინფორმაცია. რაც პროექტის ერთ-ერთი წარმატებული აქტივობა აღმოჩნდა. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მდგრადი განვითარების მიზნებს, ადასტურებდნენ, რომ ნამდვილად დროული იყო ადამიანების გამოფხიზლება დედამიწის გადასარჩენად. გაუჩნდათ სხვადასხვა იდეები და გამოთქვავდნენ სურვილს, განეხორციელებინათ პროექტები მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნის შესაბამისად, გაევრცელებინათ მიღებული ცოდნა თანატოლებში.
ამისათვის ბავშვემა ერთობლივად იმუშავეს საინფორმაციო ბუკლეტების შექმნაზე, მოიფიქრეს დიზაინი და დაამზადეს. ბუკლეტი შეიცავდა ინფორმაციას თუ როგორ უნდა გაუფრთხილდს ადამიანი დედამიწას, როგორ უნდა გაამახვილოს მეტი ყურადღება განახლებადი რესურსების გამოყენებაზე, მაგალითად: ქარის, მზის, წყლის ენერგიები. მოსწავლეებმა ბუკლეტები გაავრცელეს სკოლაში, სკოლის გარეთ ურიგებდნენ ადამიანებს. ეს აქტივობაც საკმაოდ საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა. ბავშვები კმაყოფილები იყვნენენ, რადგან გრძნობდნენ საჭირო საქმეს აკეთებდნენ. ამ აქტივობამ თავად მოსწავლეებსაც, რა თქმა უნდა, ბევრი რამე ასწავლა გარემოს გაფრთხილებისა და დაცვის შესახებ. იგივე აქტივობა განახორციელეს წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც. ჩვენმა წეროვნელმა მეგობრებმა პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე წარმოადგინეს მეტად საინტერესო ინტერვიუ ოჯახთან, რომელიც იყენებს მზის ენერგიას. ისაუბრეს როგორი დიდი პოტენციალი აქვს მზის ენერგიას კაცობრიობის სამომავლოდ, აღნიშნეს, რომ, ერთი წუთის განმავლობაში მზიდან იმხელა ენერგია მოდის, რასაც ადამიანი დედამიწაზე თავად გამოიმუშავებს ერთი წლის განმავლობაში. მზის ენერგიის გამოყენება არ აბინძურებს გარემოს, არ მოითხოვს დიდ ხარჯებს . გარდა ენერგიებისა მოსწავლეებმა ისაუბრეს ძალიან საინტერესოდ როგორ უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ეკოსისტემას, წყალს, მიწას და ასე შემდეგ. წარმოდგენილმა მასალამ მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. შემაჯამებელი პრეზენტაცია, რომელიც ონლაინ სივრცეში ჩატარდა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, გამოცდილებები, ცოდნა, რომელიც ამ პროექტის განხორციელებისას მიიღეს. პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების კითხვარები. განახორციელეს თვითშეფასებები. მთელი პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ვაწვდიდით განმავითარებელ უკუკავშირებს.
ვთვლით, რომ ეს პროექტი არის წარმატებული და შედეგიანი. მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა სამრეწველო რევოლუციის შესახებ, გაეცვნენ მეტად საინტერესო ინფორმაციებს, ამოწურვადი და განახლებადი რესურსების შესახებ, გაანალიზეს და შეაფასეს გზა, რომელიც გაიარა კაცობრიობამ სამრეწველო რევოლუციიდან თანამედროვეობამდე, შეაფასეს სამრეწველო რევოლუციის დადებითი და უარყოფითი შედეგები, გაეცვნენ მდგრადი განვითარების მიზნებსა და ამოცანებს. შეიძინეს ასევე გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები. ცოდნა გადასცეს სხვა თანატოლებსაც, გაუჩნდათ სურვილი სამომავლოდ მდგრადი განვითარების მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელების.
ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თანამშრომლობა სხვა სკოლასთან. გარდა იმისა რომ შევიძინე მეგობრები, სკოლათაშორის თანამშრომლობის კარგი გამოცდილებაც მივიღე. უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა პროექტის მიმდინარეობისას ჩემი ყოველდღიური პედაგოგიური პრაქტიკა. რაც მთავარია თვითონ მოსწავლეებისთვისაც შეიქმნა საინტერესო სასწავლო გარემო.პროექტიდან მიღებული გამოცდილებები გავუზიარე ჩემს კოლეგებსაც, მივიღე საინტერესო უკუკავშირები.
მომავალში მსგავსი პროექტის განხორციელებისას აუცილებლად შევეცდები, რომ მოსწავლეები ერთმანეთს პირადად შეხვდენენ, პირადად ისაუბრონ და ასეთი ფორმით ითანამშრომლონ. შეიძლებოდა, რომ ვიქტორინა მოგვეწყო, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს დაუსვავდენენ კითხვებს სამრეწველო რევოლუციის შესახებ, გამოგონებების შესახებ. ასევე შეიძლებოდა მოსწავლეები წაგვეყვანა რომელიმე ჰესის სანახავად, საკუთარი თვალით რომ ენახათ როგორ გადამუშავდება წყლის ენერგია, ან მოენახულებინათ სადგურები, რომლებიც ქარის ენერგიას გადაამუშავებენ. მარტო მოსწავლეთა ერთ ჯგუფს კი არა, ყველა მონაწილეს ენახა რეალობაში როგორ მუშაობს ან როგორ გამოიყურება მზის ბატარეა, გამოეთქვა მოსაზრება, ან კითხვა დაესვა.. ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი პროექტის სუსტ მხარეს წარმოადგენს. ამასთან ელექტრონული სივრცე საშუალებას არ იძლეოდა რომ მოსწავლეებს ერთმანეთის სამუშაო პროცესებისათვის მიედევნებინათ თვალყური, ქონოდათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პირობები. მომავალში, მსგავსი პროექტის განხორციელებისას აუცილებლად მექნება გათვალისწინებული მიღებული გამოცდილება.
კლუბური მუშაობა ჩემთვისაც სიახლეა, აქტიურად ვეცნობი ლიტერატურას სასკოლო კლუბების მუშაობის შესახებ, ვესაუბრები ჩემს კოლეგებს, ვისაც უკვე აქვს არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ვფიქრობ ამ მიმართულებით თავადაც უნდა გავაგრძელო პროფესიული ზრდა.
უნდა ავღნიშნო, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას კვლავ სურდა მსგავსი პროექტის განხორციელება. ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი ახალ პროექტში მონაწილეობის. დავგეგმეთ რომ ახლო მომავალში განვახორციელოთ სასწავლო პროექტი სადაც ჩავრთავთ სომხეთისა და მეზობელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სკოლებს. (შევეცდებით, რომ დავაინტერესოთ ჩვენთან თანამშრომლობით. რაც შეეხება კომუნიკაციას, შევეცდებით აზერბაიჯანის ქართულენოვან და ერევნის ქართულენოვან სკოლასთან გავიდეთ კონტაქტზე) ეს საშუალებას მოგვცემს გამოვიკვლიოთ რა კეთდება მდგრადი განვითარების მიმართულებით სამხრეთ კავკასიაში. პროექტი ძალიან საინტერესო და სერიოზული გამოწვევა იქნება ჩემი და ჩემი კოლეგებისათვის.
1. დამხმარე ელექტრონული რესურსის მისამართი: ბმული
2. დამხმარე ელექტრონული რესურსის მისამართი: ბმული“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება