TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„კონკრეტულ მასწავლებელზე არ გვინდა ტვირთის გადატანა... მხოლოდ პედაგოგებს ვერ მოვთხოვთ ამის გაკეთებას“
06-04-2023
-
+


უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო წლიდან არჩევითი საგანი - გენდერულად პასუხისმგებლიანი სკოლა დაემატება; სიახლე 8 უნივერსიტეტში დაინერგება და როგორც USAID-ის უმაღლესი განათლების კოორდინატორი, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, მანანა რატიანი განმარტავს, პროგრამის მიზანია „მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი იმ ცოდნით აღჭურვა, რაც დეფიციტურია“.

„განათლების კომპონენტს დაემატა გენდერული ინკლუზიური მიმართულება, რომელიც მასწავლებლის მომზადების პროგრამებს აკლდა და მისი მთავარი არსი მასწავლებლების დახმარებაა“, - აცხადებს რატიანი და დასძენს, რომ არ არის თანასწორი ქალთა და მამაკაცთა მონაწილეობა სხვადასხვა სფეროში:

„ეს საფუძველს იღებს ჩვენს ტრადიციებში და ყველაფერი შეიძლება მეტად გამძაფრდეს, თუკი სკოლა არ იქნება მზად, გოგონებსა და ბიჭებს თანაბარი შესაძლებლობები შესთავაზოს; საშუალო ასაკზე ვაწყდებით, რომ გოგონების ნაწილი ტოვებს სკოლას, მათთვის არ არის ხელმისაწვდომი გარკვეული პროფესიები და ამიტომ უნდა ვიფიქროთ, როგორ აღმოვფხვრათ ეს“.

სწორედ აქედან გამომდინარე, მანანა რატიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია, მომავალმა მასწავლებელმა იცოდეს, როგორ უპასუხოს აღნიშნულ გამოწვევებს და მიუხედავად იმისა, არჩევითი საგანი მასწავლებლის მომზადების პროგრამებს შეეხება, ბაღის აღმზრდელებსაც შეეძლებათ პროგრამით სარგებლობა, ასაკობრივ კატეგორიაზე მცირედი მოდიფიცირებით.

„საგანში კონკრეტულად მოცემულია, რა ტიპის სტერეოტიპებს ვაწყდებით, სწავლასთან დაკავშირებით და როგორ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს მომავალმა მასწავლებელმა და როდესაც  ვსაუბრობთ ხარისხიან განათლებაზე, ეს ითვალისწინებს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც შეიძლება ჩვენს მოსწავლეებს ოჯახში ჰქონდეთ; სკოლის როლი იქნება  მნიშვნელოვანი, რომ მათ იმუშაონ მშობლებთან - სკოლას აქვს ბერკეტი, მოიწვიოს მშობლები, განახორციელოს მათი პედაგოგიზაცია...

არ არსებობს კვლევები, რომლებიც ნათლად დაგვანახებდა, რამდენად სტიგმატიზებულია სკოლები და რამდენად გვაქვს გენდერული საკითხის ცოდნის დეფიციტი;

მასწავლებლებთანაც არასათანადოდ ხდება ამ საკითხების გაშუქება და პედაგოგებს ვერ  მოვთხოვთ ამ ყველაფრის გაკეთებას, თუ მათ არ ექნებათ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა.

სამწუხაროდ, კონკრეტული საგნების მასწავლებლების პასუხისმგებლობა გახდა ეს საკითხი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გენდერულად პასუხისმგებლიანი იყოს სკოლა... არ გვინდა, გადავიტანოთ ტვირთი მხოლოდ მასწავლებლებზე  -  თანასწორობის საკითხი ვფიქრობ მთლიანად განათლების სისტემისთვის არის მნიშვნელოვანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება