სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„ამ დღის მნიშვნელობის გააზრება მოსწავლეთათვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - როგორ აღინიშნება დედაენის დღე საჯარო სკოლებში
04-04-2023
-
+


14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე გამოსულმა ადამიანებმა სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქართული ენა. ისინი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას წინ აღუდგნენ და არ დაუშვეს ქართული ენისთვის დაეკარგათ სახელმწიფო ენის სტატუსი.

დამწერლობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. არაერთ დაბრკოლებასთან ერთად განვითარების არერთი ეტაპიც გაიარა თუმცა ქართველმა ხალხმა მისი იდენტობის შენარჩუნება საამაყოდ შეძლო. სწორედ ამიტომ, საქართველოში 14 აპრილი - დედაენის დღე მნიშვნელოვანი თარიღია, რომლის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებით ემზადებიან, როგორც სახელმწიფო უწყებები ისე საგანმანათლებლო დაწესებულებები. 

ქართული ენის სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, რათა მათ სრულყოფილად შეძლონ ქვეყანაში ინტერგრირება და განვითარება.  etaloni.ge დაინტერესდა როგორ აღნიშავენ  დედაენის დღეს ეთინიკური უმცირესობის სკოლებში და სკოლის დირექტორებს გაესაუბრა: 

აშრაფ ტუკანოვი,  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქართული ენის პედაგოგები აუცილებლად ჩაატარებენ აქტივობებსა და ღონისძიებებს. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი თარიღია და მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა აუცილებლად უნდა იცოდნენ.

ნათელა ნერსესიანი , ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლის დირექტორი :

დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას არ გავაკეთებთ, თუმცა გაკვეთილებზე ამ თემაზე აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას მოსწავლეებს 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ და დადენის დრესთან დაკავშირებით ბავშვები გაამზადებენ თემატურ პლაკატებს.

მასიმ აივაზოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში დედაენის დღეს აუცილებლად აღვნიშნავთ. ქართული ენის პედაგოგები გვყავს, რომლებიც ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო ღონისძიებებს ჩაატარებენ და მათ ამ დღის მნიშნელობას გააცნობენ.

ზამილა მამედოვა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში დედაენის დღეს ღია გაკვეთილებს ჩავატარებთ, სადაც მოსწავლეებს აღნიშნული დღის არსს გავაცნობთ, რაც მნიშვნელოვანია.

კარინე ნახატაკიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

დედაენის დღეს სკოლაში აუცილებლად მივუძღვნით საინტერესო გაკვეთილებს. ამ დღის არსი და მნიშვნელობა მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ.

ვაჟა ზურნაჩიანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში 14 აპრილი ყოველ წელს აღინიშნება. ქართულ დამწერლობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და აუცილებელია მშობლიური ენის შენარჩუნება. მოსწავლეები ასეთ მნიშვნელოვან თარიღებს აუცილებლად უნდა იცნობდნენ და უნდა გაითავისონ მისი მნიშვნელობა.

გულჩოხრა გუსეინოვა, ქალაქ გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:  

14 აპრილს სკოლაში აუცილებლად აღვნიშნავთ. სკოლაში 2 ქართულის პედაგოგი გვყავს და დედაენის დღის აქტივობებს მოსწავლეთა მონაწილეობით ისინი ჩაატარებენ.

სურენ მზიკიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლის დირექტორი:

დედაენის დღეს სკოლაში ღია გაკვეთილების ჩატარებას ვგეგმავთ. ამ დღის მნიშვნელობის გააზრება მოსწავლეთათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მელანია ვართანიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში, 14 აპრილის საინტერესო აქტივობებით აღვნიშნავთ. აღნიშნულ დღეს ბავშვები პატარა სცენარებს დადგამენ. ღონისძიებას 4 მასწავლებელი გაუძღვება.

მინარა კარაკოვა, მარნეულის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

დედაენის დღის საზეიმოდ აღსანიშნავად ვემზადებით, სკოლაში ვაპირებთ პატარა ღონისძიებების ჩატარებას, რომელსაც უხელმძღვანელებს ნანა ცისკაძე.

არეკნაზ გარიბიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიულიბაღის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში ყველა მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. გამონაკლისი არც დედაენის დღეა. წელსაც, რა თქმა უნდა, იგეგმება საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებიც აღნიშნულ დღეს მიეძღვნება.

ნურადდინ აბბასოვი , მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში დედაენის დღე ყოველწლიურად საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით აღინიშნება. წელსაც ანალოგიურად ვგეგმავთ საინტერესო აქტივობებს ამ დღესთან დაკავშირებით.

ისმაილ ფარაჯოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლი დირექტორი:

დედაენის დღეს ყოველ წელს აღვნიშნავთ და გამონაკლისი არც წელს იქნება, აუცილებლად მივუძღვნით ამ დღეს ღონისძიებებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება