სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა დავგეგმოთ ერთობლივი გაკვეთილი, ვინ უნდა ესწრებოდეს და რითი განსხვავდება ის ინტეგრირებული გაკვეთილისგან?
04-04-2023
-
+


მასწავლებლების პროფესიული განვითარებისკენ მიმართული ერთ-ერთი საინტერესო საქმიანობაა ერთობლივი გაკვეთილი. ეს არის კოლეგებთან ერთად დაგეგმილი გაკვეთილი, რომელსაც სხვა პედაგოგებიც უნდა ესწრებოდნენ. გაკვეთილის ბოლოს კი მნიშვნელოვანია რეფლექსია და დამსწრეთა აზრების შეჯერება.  

პედაგოგების მიერ ერთობლივად დაგეგმილი გაკვეთილი უნდა ჩაატაროს ერთ-ერთმა კოლეგამ, დანარჩენები კი დაესწრონ. სურვილის შემთხვევაში, გაკვეთილზე შეგიძლიათ, მიიწვიოთ დირექტორი, ახალბედა მასწავლებელი და სხვა სასურველი სტუმარი. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილის დაგეგმვისას სხვა მასწავლებლებიც მონაწილეობენ, დამსწრე პედაგოგებმა თავი უნდა შეიკავონ საგაკვეთილო პროცესში ჩართვისგან. არაა სასურველი მათი მხრიდან მოსწავლეებისთვის შეცდომების გასწორება.

ერთობლივი გაკვეთილის ჯგუფში შეიძლება გაწევრიანდნენ მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან ერთსა და იმავე საგანს ერთსა და იმავე სა­ფეხურზე. ეს არ არის ინტეგრირებული გაკვეთილი, როდესაც ერთ გაკვეთილზე სხვადასხვა საგნის მასწავლებელია ჩართული და შედეგიც რამდენიმე საგნის მიზნიდან უნდა გამომდინარეობდეს.

ერთობლივი გაკვეთილის დაგეგმვისას პედაგოგებმა უნდა შეარჩიონ კლასი, სადაც გაკვეთილი ჩატარდება, შემდეგ კი დასახონ ნაბიჯები იმ მიზნების შესაბამისად, რომელთა მიღწევაც სურთ.

ერთობლივი გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებლებმა უნდა იხელმძღვანელონ კითხვებით: რომელ საკითხზე ჩავატარო გაკვეთილი? ესგ-ს რომელ მიზანს მივაღწევ ამ გაკვეთილის შედეგად? რა წინარე ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მოსწავლეებს და რას შეძლებენ ისინი გაკვეთილის ბოლოს? რომელ მეთოდებს გამოვიყენებ? როგორ შევაფასებ მოსწავლეებს? რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას გაკვეთილის პროცესში? და ა.შ.

დამსწრე მასწავლებლებს დამკვირვებლის როლი აქვთ. ისინი უნდა შეთანხმდნენ, ვინ რას დააკვირდა გაკვეთილის მსვლელობის დროს, შეგროვებული ინფორმაცია კი რეფლექსიის ეტაპზე შეაჯამონ.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ მასწავლებლები უნდა შეიკრიბონ და გააანალიზონ: რამდენი მოსწავლე იყო ჩართული? რამდენი პასიურობდა? რამდენს გაუჭირდა კითხვებზე პასუხი? რამდენმა შეძლო სწორი პასუხების გაცემა? რა გაიგეს ახალი მოსწავლეებმა? რა ისწავლეს? რა არ გამოუვიდათ?

თითოეული დამსწრე პედაგოგის აზრის მოსმენის შემდეგ, მასწავლებლებმა უნდა განიხილონ: შესრულდა თუ არა დაგეგმილი? გაკვეთილის რომელი ნაწილი იყო ეფექტური? ხელახლა რომ გეგმავდნენ გაკვეთილს, რას შეცვლიდნენ? რა გამოცდილება მიიღეს თავად პედაგოგებმა? მიღებულ გამოცდილებას როგორ გამოიყენებენ მომავალში?

გაკვეთილის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მას­წავლებლებს გაკვეთილის გეგმაში ცვლილებების შეტანა და მისი განმეორებით ჩატარება შეუძლიათ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება