სიახლეები
სიახლეები

„ა - ასოდ ვარ არჩეული, აფორიზმებს დაჩვეული“ - ლექსი, რომელიც 33 ასო-ბგერას ახასიათებს
14-04-2023
-
+


14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

დედაენის დღის აღსანიშნავად, გთავაზობთ პოეტ ნონა ბეჟანიშვილის გამორჩეულ ლექსს:

ანბანი გაყოყოჩდა


ა ასოდ ვარ არჩეული,
აფორიზმებს დაჩვეული.
არ დავუთმე პირველობა
არც ხმოვანს და არც თანხმოვანს.


ბ-ბანი ვარ ანბანისა,
ბოდიალი არსად მიყვარს.
მივუძღვები წინ თანხმოვნებს,
ბანს ვაძლევ და გზას ვასწორებ.


გ-გული ვარ ანბანისა,
უჩემობას ვერვინ იტანს.
გედს და გუგულს თუ დახატავთ
გულიც მიუხატეთ წითლად.


დ ასო ვარ დედასავით
საამო და ტკბილზე ტკბილი.
დედამიწას ატრიალებს,
ჩემი ბგერა ხელგაშლილი.


ე-ენით ვარ მოქარგული
გრძელი ტანიც მეტად მშვენის.
რომელი ხართ ჩემნაირი,
ერთი სიტყვით სხვას რომ შველით?


ვ-ვარდივით ლამაზი ვარ,
ვაი, ვაი, თქვენი ბრალი.
ვერ მაჯობებთ მე ვერც ერთი
ვარ ყველაზე შეუვალი.


ზ-ზღვასავით მღელვარე ვარ.
მზრუნველიც ვარ,მოალერსეც.
ზურგით დამტავს თანი,ინი,
ზღურბლთან კი მდარაჯობს ვინი.


თ-თეთრი ვარ, ქათქათელა,
ფიქრისთვია მე არა მცხელა.
მიყვარს თოვლი ვეებერთელა,
ზამთარი და ბუხრის ნთება.

იავნანას მე გიმღერით,
სათუთი და ნაზი ბგერით.
"დედაენას",წიგნს სქელყდიანს
მივუხატე ციცქნა ია.


კ-კოხტა და ლამაზი ვარ.
კუდაბზიკობაც კი მიყვარს.
ისე მომიქარგეს ტანი,
ვით კოპწია პატარძალი.


ლ-ლომივით მიყვარს მეფობა,
ზოგჯერ ზღვასავით ვღელავ.
მამშვიდებს მომდევნო ბგერა
თავს დამტრიალებს ნელ-ნელა.


მიყვარს მაღლა, მაღლა ფრენა,
ვით მიმინოს ნაზი შვება
ისე გადავიფრენ მდელოს
ვცდილობ სიო არ გავსერო.


ნაზი ვარ, როგორც პეპელა,
ვმეგობრობ ო-სთან და ე-სთან.
დავდივართ ერთად ვნარნარებთ
თქვენ, დანარჩენს რა გადარდებთ?


ო! როგორ მიყვარს ხმოვნები,
ჩემი დები,მეგობრები,
ოქროს გული მაქვს ო-ასოს
ხმოვნებს ძმასავით ვდარაჯობ.


ყველა თანხმოვნის კერპი ვარ,
ანბანშიც ერთადერთი ვარ.
პეიზაჟივით ფერი ვარ,
პეპელასავით ფრთები მაქვს.


ჟუჟუნა წვიმის წვეთივით
სუფთა ვარ, ჟღალი ფერის.
ჟღრიალით მუსიკის ჰანგებს
მეც სიხარულით ვყვები.


როკვა,როკვით მივუძღვები
წინ მეგობრებს ჩემსას:
რაე,სან,ტარ,უნ,ფარ,ქან,ღან,
ყველა ერთად ვუკრავთ.


სიასამურის ბეწვივით,
ვარ ფუმფულა,ფერად სერი.
სიცხეს,მზეს ვერ ვეგუები,
მე სიცივე უფრო მშვენის.


მაღალი და ტანადი ვარ
ვერ დამჩაგრავთ ვერვინ.
სულ ტაატით შემოგირბენთ
ყველა ასოს ფეხით.


უძრავად ვდგავარ ხმოვნებში,
ვემეგობრები ოთხივეს.
სიმართლის პირში თქმა მიყვარს
თუნდაც უკმეხი მიწოდეთ.


ფ-ასო ვარ ფარფატელა,
ფოთოლივით მოფრიალე.
ღამით მიყვარს ბოდიალი,
კარგად ვუგებთ მე და მთვარე.


მიყვარს ქოთქოთი,ხმაური.
ხმოვნებში აურზაური.
ვერ ვეგუები სიწყნარეს,
ხანდახან ბევრსაც ვქაქანებ.


ღონიერი და დიდი ვარ,
ყველა თქვენგანზე მშვიდი ვარ.
ნუ მაწყენინებთ ნურაფერს,
თორემ პასუხს ცუდად გაგცემთ.

ვარ ყვავილივით საამო
და სილამაზით განთქმული.
მინდვრად ამოსულ ყაყაჩოს
ამშვენებს ჩემით სახელი.


შ-ასო ვარ შაშვისფერი.
მიყვარს შემოდგომის დღენი.
შრომისმოყვარე ვარ დიდად,
მოსავალი,მიწა მიყვარს.


ჩ-ასოს მიყვარს სიჩუმე,
ჩამიჩუმიც რომ არ ისმის,
ხმოვნები უფრო მიგებენ,
თანხმოვნებს ჩემი არ ესმით.


ცეცხლოვანი და ლაღი ვარ,
ყველა თქვენგანზე მარდი ვარ.
არ მიყვარს ნელი ფიქრები,
ვიცი ყველას მე გჭირდებით.


ვარ ძლიერი,როგორც ძეგლი,
მიყვარს ყველაფერი ძველი.
ვეთანხმები გამონათქვამს:
"ერთობაშიაო ძალა".


წ-ასო ვარ წამიერად
იქ გავჩნდები,სადაც მეტყვით.
წიწილასავით ვწრიალებ,
ერთი წამიც ვერ ვჩერდები.


ჭორიკანას მეძახიან,
ხმოვნები და თანხმოვნები.
მე კი თქვენ მგონიხართ დიდად
შარიანი, ამრევები.


მე ხუმარას მეძახიან,
მიყვარს ტკბილი იუმორი.
ხანდახან თუ გავიცინებთ,
ვერ გვაჯობებს ჩვენ სხვა ერი.


ჯ-ასო ვარ ჯანიანი,
ჯიუტი და ცოტა ჯმუხიც.
ტყუილად ნუ შემაწუხებთ,
თორემ არ აგცდებათ მუშტი.


ჰ-ასო ვარ ჰაერივით
საჭირო და სასარგებლო.
უჩემოდ ვერც ერთი ბგერა
ერთი წამიც ვერ არსებობთ.
ახლა გვეყოს ყოყოჩობა,
ყველას გვიყვარს ჩვენი თავი,
მაგრამ ერთმანეთის გარდა,
არავინ გვყავს საფიცარი.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

როგორ ნაწილდება სამეურვეო საბჭოში ადგილების რაოდენობა მასწავლებლებზე მოსწავლეებსა და მშობლებზე

„მადლობა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის“... - izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ღონისძიების სტუმრები საუბრობენ 

სოციალურ საწარმოში სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთად სწავლობენ მცენარეების დარგვას

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მიაღწიეს სპორტულ წარმატებებს: განსაკუთრებული მადლობა მწვრთნელს, შახინ ბახტიაროვს“

სცენების სანახაობრივ მხარეს აძლიერებდა საგანგებოდ შერჩეული მუსიკა, კოსტიუმი და მოსწავლეთა ხელით შექმნილი რესურსები

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება