TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო ვიზიტით, ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ
27-02-2023
-
+


წალკის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ.

სწორედ ამიტომ, ხელოვნების მასწავლებელმა - ეკა ვეზდენმა მერვეკლასელები ექსკურსიაზე თბილისში, კერძოდ ხელოვნების სასახლეში წაიყვანა. საექსკურსიოდ შერჩეული იყო ისეთი პროგრამები, რომლის თემატიკაც აღნიშნული კლასის ხელოვნების გაკვეთილებზეა მოცემული.

„კლასში საოცრად ნიჭიერი ბავშვები არიან და საოცარი ხედვა გააჩნიათ ხელოვნების კუთხით. ძალიან კარგად მუშაობენ, როგორც კომპლექსურ დავალებებზე, პრეზენტაციებზე, ისე ხელოვნების სხვადასხვა დარგში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

გაკვეთილის თემატიკის მიხედვით ხელოვნების სასახლეში საგანმანათლებლო პროგრამა - „წიგნის ისტორია“ შეირჩა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებს გაკვეთილებზე დამზადებული აქვთ ბევრი გრაგნილი და ხელნაწერი წიგნები. გაკვეთილზე მიღებული ცოდნა წიგნის და ქაღალდის ისტორიაზე იქ უფრო გაიღრმავეს და ძალიან საინტერესო პრეზენტაციას დაესწრნენ. ბოლოს პრაქტიკული სამუშაო - ქართული ტრადიციული ორნამენტები გადაიტანეს წიგნის სანიშნეებზე.

შემდეგი პროგრამა იყო ხელოვნების ეპოქა, სადაც ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობის და სხვადასხვა მხატვრების (სალვადორ დალი, გუსტავ კლიმტი, ფრიდა კალო, რენე მაგრიტი, იერონიმუს ბოსხი...) ნამუშევრები დაათვალიერეს.

დანტე ალიგიერის - ღვთაებრივი კომედიის ფონზე, განსხვავებული გამოფენა საოცრად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.  მათ ასევე ნახეს კინოფილმი „ბაზალეთის ტბა“, რომელიც გაჯერებული იყო ეროვნული თვითშეგრძნებით. მან მოსწავლეებში ერთგვარი პატრიოტული სულისკვეთება აღძრა.

ერთ-ერთი პროგრამა გახლდათ ქართული კულტურა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ძველი და ახალი თაობის შემოქმედება, გაეცნენ ამ გალერეას ისტორიასა და თითოეულ ნიმუშს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ. მოსწავლეები ემოციებით დაიტვირთნენ.

საუბარი წარიმართა ეკოლოგიაზე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროგრამა დედის დღისადმი იყო მიძღვნილი. ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ხის სათამაშოები, რომლებიც დედებს საჩუქრად გადასცეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება