სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლია ბუკიას ინიციატივით, ზუგდიდში, კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ნეიროგანვითარების ცენტრი იხსნება
15-02-2023
-
+


საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, ზუგდიდში, ჭავჭავაძის N1-ში, ნეიროგანვითარების ცენტრი იხსნება.

ნეიროგანვითარების ცენტრი ყველა საჭირო სერვისითა და უახლოესი ტექნიკით იქნება უზრუნველყოფილი.

ყველა ადამიანს აქვს უნარი, იყოს საზოგადოების აქტიური და წარმატებული წევრი. ცენტრის მიზანია, ამ უნარების აღმოჩენა და განვითარება, შედეგი კი, ბენეფიციარის მაქსიმალური სოციალური ადაპტაციაა.

მკურნალობა ხდება თითოეული პაციენტისათვის შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, სპეციალისტთა გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაშია: ექიმი ნევროლოგი, ფიზიკური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი), ოკუპაციური თერაპევტი, ორთოზისტი, ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, ფსიქიატრი, ხელოვნების თერაპევტი.

ნეიროგანვითარების ცენტრი თანამშრომლობს თურქეთის კვლევით ცენტრთან. თანამშრომლობის საფუძველზე, თვეში ერთხელ, იგეგმება თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტების ვიზიტი. თურქეთის კვლევითი ცენტრი უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას, თურქი სპეციალისტების ვიზიტს მემორანდუმის საფუძველზე.

ნეიროგანვითარების ცენტრი 10 აპრილს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.

ამჟამად, უწყვეტად მიმდინარეობს შიდა სამშენებლო სამუშაოები, სადაც ადგილობრივი ჯგუფია დასაქმებული, რომელსაც სამშენებლო ზედამხედველობის კვალიფიციური პირი ბატონი გოჩა მოსია ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ - ლია ბუკია - ევროპამცოდნეობის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი, ლექტორი, საერთაშორისო დონის სერტიფიცირებული ტრენერი, მასწავლებლის აკადემიის დამფუძნებელი - ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რასაც მან 37 წლის ასაკში მიაღწია.

ლია ბუკიას სახელს უკავშირდება კვლევითი ინსტიტუტის მიერ, ახალგაზრდა თანამშრომლის ირმა ჭკუასელის სახელობის სასწავლო სტიპენდიის დაარსება. ლია ბუკია 2 წელია სრულიად უსასყიდლოდ საფრანგეთში მყოფი ქართველი სტუდენტებისთვის ონლაინ ლექციებს ატარებს.

სარეკლამო მასალა® 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია ორი პირი - ცხენის ხორცს მარნეულისა და ქარელის ბაღებში ბავშვებს აჭმევდნენ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება