| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლებისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც დასულ კითხვას ყველა მოსწავლე ერთად პასუხობს და ამის გამო კლასში ხმაურია.
ხშირად ისეც ხდება, რომ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს მუდმივად ერთი და იგივე მოსწავლეები პასუხობენ, სხვები კი პასიურობენ. სწორედ ასეთ დროსაა ეფექტური ე.წ. გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენება.
როდის და როგორ გამოვიყენოთ ჩხირები?
სპეციალურ ჩხირებზე წინასწარ ჩამოწერეთ მოსწავლეთა სახელები და გვარები და მოათავსეთ ჭიქაში ან ყუთში, ჩხირებისა და მათი სათავსო ყუთის ლამაზად მორთვაც შეგიძლიათ. შემდეგ ჩხირები ამოიღეთ სათითაოდ. თუ მასწავლებელი ერთხელ შერჩეულ ჩხირს კვლავ დააბრუნებს შეკვრაში, ამით მოსწავლეს მიახვედრებს, რომ მას კიდევ შეიძლება დაუსვან კითხვა.
გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებისას კითხვა-პასუხში შესაძლებელია ყველა მოსწავლის ჩართვა, თუმცა ამისთვის ყველა ჩხირის ყუთიდან ამოღება არაა აუცილებელი. პირველ ჯერზე კითხვა დაუსვით მოსწავლეს, რომლის სახელობის ჩხირსაც ყუთიდან ამოიღებთ, პასუხის მოსმენის შემდეგ ჰკითხეთ მეორე მოსწავლეს ეთანხმება თუ არა პირველი მოსწავლის მოსაზრებას. შემდეგ მესამე მოსწავლეს სთხოვეთ, ახსნას არგუმენტით, თუ რატომ არის სწორი ან მცდარი პირველი მოსწავლის მიერ კითხვაზე გაცემული პასუხი. ასეთ შემთხვევაში კითხვა-პასუხის პროცესში ყველა მოსწავლის ჩართვას შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლეებს პასუხის მოსაფიქრებლად სხვადასხვა დრო სჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, თითოეულ მათგანს მოსაფიქრებლად საკმარისი დრო მისცეთ.
გამოსაძახებელი ჩხირების ტექნიკის უპირატესობა ისაა, რომ მარტივად შეგიძლიათ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა. ასევე იოლია მათი ყურადღებს მიპყრობა და შენარჩუნება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება