სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 საკლასო თამაში განვლილი მასალის განსამტკიცებლად
05-02-2023
-
+


სასკოლო განათლების მიღებისას სასწავლო პროცესში მოსწავლეების ჩართულობა, სწავლის სურვილის გაღვივება და უკვე ნასწავლი მასალის საფუძვლიანად განმტკიცება ყველა მასწავლებლისთვის პრიორიტეტულ საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს. ძალიან მნიშვნელოვანია განვლილი მასალის მუდმივი გადამეორება და საფუძვლიანი შესწავლა, იმისთვის რომ ეს პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო იყოს, etaloni.ge გთავაზობთ 5 სასკოლო თამაშს.

1. ბინგო




ბინგო ყველასთვის ცნობილი და საყვარელ თმაშია. მოსწავლეები თამაშში დიდი სურვილითა და მონდომებით ჩაერთვებიან. დოლურა შევსებული იქნება დანომრილი ბურთულებით, მასწავლებელი შემთხვევითობის პრინციპით ამოირჩევს ერთ-ერთ მათგანს. ყველა ბურთულას შესაბამისი კითხვა მოჰყვება, რომელიც განვლილ მასალას ეხება. მოსწავლეები კი, ბინგოს ბარათის შევსებას მხოლოდ დასმულ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში შეძლებენ. 

ეს არის შესანიშნავი თამაში, რომელიც ასტიმულირებს მოსწავლეებში კონცენტრაციას და ხდის მათ დეტალებზე ორიენტირებულს.

საინტერესო აქტივობა იქნება, თუ სამაგიდო თამაშს თავად მოსწავლეები და მასწავლებელი დაამზადებს.  

2. მითი თუ რეალობა



მასწავლებელი ამზადებს მცდარ და სწორ წინადადებებს ნასწავლი მასალიდან. მოსწავლეებს აქვთ ორი ბარათი: პირველს აწერია „მითი“, მეორეს - „რეალობა“. მასწავლებელი ხმამაღლა აცხადებს შერჩევითობის პრინციპით ამორჩეულ წინადადებას, მოსწავლეები კი ბარათის საშუალებით აფიქსირებს სწორია თუ მცადია წინადადება. გამარჯვებული ხდება ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს დააფიქსირებს.

ეს თამაში მოსწავლეებს აჩვევს კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი თავის წარმოჩენას.


3. იფიქრე, გადაწყვიტე და გააზიარე



მასწავლებელს შეუძლია შექმნას კითხვები კლასში ნასწავლ კონკრეტულ თემაზე. კლასი ორ ნაწილად დაყოს და მისცეს მათ საკმარისი დრო პასუხის მოსაფიქრებლად. მოსწავლეები ფიქრობენ, მსჯელობენ ჯგუფში, იღებენ გადაწყვეტილებას და აზიარებენ კლასში. 

ამ თამაშით მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაერთონ ჯგუფურ სამუშაოში და განავითარონ თავდაჯერებულობისა და კომუნიკაციის უნარი.


4. როლური თამაში



მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოემზადონ როლური თამაშისთვის ნებისმიერ თემაზე, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამაში. მაგალითად, შესაძლებელია განვლილი მასალიდან ნებისმიერი ისტორიული ფიგურის ან პერსონაჟის როლური თამაშის შექმნა და ამოქმედება. მასწავლებელი ყოფს კლასს ორ ჯგუფად, დავალების შესასრულებლად კი, თითოეულ ჯგუფს 5 წუთს აძლევს.

თამაშის საშუალებით მოსწავლეები იმუშავებენ შემოქმედებით უნარებს, კარგად ერკვევიან საკითხში და ეჩვევიან კოლექტიურ მუშაობას.


5. შემთხვევის შესწავლა



ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა მოსწავლეების ცოდნისა და უნარების განსავითარებლად. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს რეალურ, ცხოვრებისეულ შემთხვევაზე აგებულ ისტორიას. მათ უნდა დაწერონ კონკრეტულ სიტუაციაში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და იპოვონ გამოსავალი.

ეს აქტივობა შეუძლია კლასის დამრიგებელმა გამოიყენოს თითოეული მოსწავლის უკეთ გაცნობისა და მათი უნარების შეფასებისთვის. მსგავსი დავალება კლასში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება