TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონს“ სიხარული, ბედნიერება, ენთუზიაზმი და გამარჯვება დააქვს თან“ - „ბაღდათის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
20-04-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ბაღდათის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ბაღდათის N2 სკოლაში გამართულ ღონისძიებას ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ბაღდათის მერის მოადგილე ფირუზ ბურჯანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ნინო მშვილდაძე, რესურსცენტრის წარმომადგენელი ნინო ახალაძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ბაღდათის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ვახტანგ კიკნაძე.

იგი აღნიშნავს, რომ პროექტში მონაწილეობამ და გამარჯვებამ დიდი გამოცდილება შესძინა:

„ჩემთვის ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა და გამარჯვება დიდი გამოცდილება და წარმატებაა. მადლობა პროექტს მოცემული შანსისთვის.“

ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი „ეტალონის“ მნიშვნელობაზე საუბრობს და როგორც აღნიშნავს, პროექტის ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებელზეა:

„ეტალონი“ ყველაზე გამორჩეული პროექტია, რადგან ახალგაზრდების ნიჭიერებისა და მათი შესაძლებლობების გამოვლენას ემსახურება. ინტელექტ-ჩემპიონატს ყველა ერთხმად უჭერს მხარს, მათ შორის პარლამენტის უმრავლესობა. ეს პროექტი სჭირდება საქართველოს და მისი ადგილი არის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, წამყვან ადგილზე, რომ მთელმა ქვეყანამ იხილოს, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს. დღეს ბაღდათისთვის შესანიშნავი დღეა, გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონს“ სიხარული, ბედნიერება, ენთუზიაზმი და გამარჯვება დააქვს თან.“

ბაღდათის მერის მოადგილე ფირუზ ბურჯანაძე მადლობას უხდის პროექტს ეროვნულ-საგანმანათლებლო საქმის მსახურებისთვის:

„ეტალონი“ მართლაც ეროვნული პროექტია, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობის ერუდიციასა და მათ წინსვლას უწყობს ხელს. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს ცოდნის ზეიმის მოწყობისა და საქვეყნო საქმის მსახურებისთვის.“

ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე მოხარულია ბაღდათში „ეტალონის“ სტუმრობით:

„ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ნიჭიერ და მიზანსწრაფულ მოსწავლეს ვხედავ. განათლებული და წარმატებული ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალი, მათზე ვამყარებთ იმედებს და მათი წარმატებისთვის ვიღწვით ყოველდღე. მადლობა „ეტალონს“, რომ ასე გვიხარებს გულებს, ბავშვებს შემეცნებისა და სითამამის სტიმულს აძლევს და ამ გზით საქვეყნო საქმეს ემსახურება.“

ბაღდათის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ნინო მშვილდაძე მადლობას უხდის „ეტალონს“ ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა-წახალისებისთვის:

„მადლობა პროექტს, რომ დღესასწაულს აწყობს და ამ სიხარულს ჩვენთან ერთად იზიარებს. მჯერა, „ეტალონი“ კიდევ მრავალ წარმატებულ და ნიჭიერ მოსწავლეს გამოავლენს. მათზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ულევ წარმატებას ვუსურვებ ისედაც ძალიან წარმატებულ პროექტს და ჩვენს ახალგაზრდებს.“

ბაღდათის რესურსცენტრის წარმომადგენელი ნინო ახალაძე მოხარულია პროექტში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით და სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ეტალონს“:

„ეტალონში“ მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოსწავლეებს ეს პროექტი მოსწონთ და მათთვის „ეტალონი“ დიდი გამოცდილება და მოტივაციაა. ბაღდათის რესურსცენტრი ყველანაირად ეცდება, რომ ხელი შეუწყოს ამ ეროვნულ-საგანმანათლებლო საქმის გავრცელებასა და მეტ წარმატებას.“

ბაღდათის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი აბჟანდაძე აღნიშნავს, რომ ვახტანგმა მისი იმედები გაამართლა:

„მადლობა „ეტალონს“, რომ მართლაც მამულიშვილურ საქმეს ემსახურება და მთელი ქვეყნის მასშტაბით კრებს ნიჭიერ, ენერგიულ, შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ახალგაზრდებს. ვახოზე დიდი იმედებს ვამყარებდი და გამიმართლდა კიდეც. ამაყი ვარ ამ მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლის გამარჯვებით. ის კარგად სწავლასთან ერთად, აქტიურად მიჰყვება სპორტს, ინტერესდება ხელოვნებით. წარმატებებს ვუსურვებ ვახოსა და „ეტალონის“ ყველა მონაწილეს.“

„ბაღდათის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ვახტანგ კიკნაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

შეიცვალა თუ არა ეროვნული გამოცდების კალენდარი - რეგისტრაციისა და ტესტირების ვადებს NAEC-ის დირექტორი ასახელებს

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები 16 მარტს დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების მასწავლებელს ეხება

ქორეოგრაფს, რომელმაც ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით, დაეკისრა

კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები სკოლებში უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

პროექტზე მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაიმდიდრეს ცოდნა და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტიც მოიძიეს

მე-9² და მე-9⁴ კლასებში, ისტორიის მასწავლებლის - მარი გერგეშანიას ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველები“

ფინალისტი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით

პრემიის მიზანია გამორჩეული მამაკაცების წახალისება და მათი ღვაწლის საზოგადოებრივი აღიარება

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება