TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

 „მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს პროფესიას“ - დარეჯან კანანაძე, შილდის N2 სკოლის დირექტორი
30-01-2023
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან კანანაძე მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული პიროვნებაა. მას ბავშვებთან ურთიერთობა უყვარს და მოსწავლეთა წარმატებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. როგორც თავად აღნიშნავს, მაქსიმალურად ცდილობს ფეხი აუწყოს ყველა გამოწვევასა და სიახლეს. etaloni.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ დარეჯან კანანაძესთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...

- თვითშეფასება ძალიან რთულია, მაგრამ საკუთარ თავს დავახასიათებდი როგორც: კარგ მენეჯერს, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებას და გაწონასწორებულ ადამიანს. მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა. მაქვს დირექტორად მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება და არაჩვეულებრივი დამოკიდებულება თანამშრომლებთან. მაქსიმალურად ვცდილობ, ფეხი ავუწყო ყველა გამოწვევას, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინერგება.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- მასწავლებელი და კიდეც ვმუშაობ მასწავლებლად.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- მქონდა ყველა ის თვისება, რაც ამჟამად მაქვს. ვარ კომუნიკაბელური მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს პროფესიას. მუდმივად ვფიქრობ ჩემს მოსწავლეებსა და მათ მომავალზე.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა/დირექტორი...
- ასე ვერავის გამოვყოფ, რადგან მყავს არაჩვეულებრივი კოლეგები, რომლებსაც მაქსიმალურად აქვთ გააზრებული თავიაანთი  მოვალეობები.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ როგორც პიროვნება ვარ ისევ ის ვინც ვიყავი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება