TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პიროვნული განვითარება გადამწყვეტ როლს თამაშობს კარიერულ ზრდაში“- მარინე ტაბატაძე, ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი
30-01-2023
-
+


ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე პიროვნული განვითარებაზე ორიენტირებული ხელმძღვანელია, თვლის, რომ კარიერულ ზრდაში სწორედ ეს თვისება თამაშობს გადამწყვეტ როლს. სურს შექმნას რაიმე ღირებული, რაც დიდ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე და შეცვლის უკეთესობისაკენ...

გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორ მარინე ტაბატაძესთან. 

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...

- მზრუნველი, ჰუმანური, კომუნიკაბელური, მოსიყვარულე, პოზიტიური, შრომისმოყვარე, სამართლიანი, სიახლეების მიმღებელი, თხემიდან ტერფამდე ქართველი ლიდერი...

ქართველობა ჩემთვის მოვალეობაა! წერდე და კითხულობდე ქართულად, ბედნიერებაა! გქონდეს საცხოვრისი - სახლი, რომელსაც ღმერთის საუფლო საქართველო ჰქვია, გქონდეს სააზროვნო-სამეტყველო ენა, რომელსაც „ლაზარე“ - ქართული ენა ჰქვია; გქონდეს დამწერლობა - ანბანი, რომელიც მამისაა, ქრისტეს ცნობიერების შემცველ-მატარებელია და არის „ანი და ჰოე“, დასაწყისი და დასასრული, - განა მეტი ბედნიერება შეიძლება არსებობდეს?!

გავუფრთხილდეთ საქართველოს! დავიცვათ ქართველობა!
ჩემთვის არ არსებობს უფრო მეტი სიმდიდრე, ვიდრე ის, რაც ამქვეყნად არსებობისთვის და ცხოვრებისთვის უფალმა ქართველობას გვიბოძა.

„თუ გინდა იყო პირველი, იყავი ყველას მსახური“- მეუფე ისაიას ეს სიტყვები მაძლიერებს, რათა ღირსეული მომავალი აღვზარდო ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად. ისინი ხომ ჩვენი სამშობლოს საიმედო საყრდენი მომავალია.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...

- მასწავლებელი. მასწავლებლის პროფესიული კულტურა და ძირითადი ღირებულებითი ორიენტირები უნიკალურ როლს თამაშობს საგანმანათლებლო პრობლემების გადაჭრაში. არასოდეს ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარ და ყველაფერი ვიცი. მერწმუნეთ, რომ არის ბევრი რამ, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით და უნდა ვიპოვოთ. პიროვნული განვითარება გადამწყვეტ როლს თამაშობს კარიერულ ზრდაში. ის მეხმარება დავსახო საკუთარი მიზნები და მოლოდინები. მსურს რაიმე ღირებულის შექმნა, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე და შეცვლის უკეთესობისაკენ...

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?

- უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაცია...

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ყველა ჩემი კოლეგა საამაყო და პატივსაცემია. მათი გარჯა დასაფასებელი.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...

- მე-12 წელია სკოლას ვხელმძღვანელობ, ყოველი დღე ახალი გამოწვევა და გამოცდილებაა.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...

- მიყვარხარ, მადლობა, მომიტევე ადამიანო!
ჩემი ამ ქვეყნად მოვლენის მისიის გააზრებითა და ცხოვრების წესით, მსურს მაგალითად ქცეული ვიყო გარშემო მყოფთათვის, შთაგონებისა და იმედის მიმნიჭებელი. 

უფალი თუ გვბადებს, გარემო შემეცნების უნარს გვაძლევს, ზნეობა ადამიანად გვაყალიბებს, მოვალეობა ადამიანად გვქმნის. უზნეო ადამიანი მხეცზე საშიშია.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
„კაცად მაშინ ხარ საქები,
 თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, –
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“-ილია მართალი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

„ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“ - ასე ჩუმად, ლამაზად და სიყვარულით დაიბადა კიდევ ერთი დაუვიწყარი შემოქმედებითი დღე“

სკოლაში მოსწავლეებმა საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს

I, II, III და IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში შემოდგომის ზღაპარი გაცოცხლდა
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება