| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ, იმართება არაერთი ღონისძიება, რომლებიც არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის, არამედ მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
სულ ახლახან, საბაზო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის - მზია კაპანაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა ორი საინტერესო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ და კულინარიული დუელი.
სკოლაში მოსწავლეებმა საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს. ბავშვები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს.
პატარებმა საშემოდგომო ნობათიც გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
კულინარიული დუელი კი საყვარელი კერძების მომზადებას დაეთმო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
პატარებმა შექმნეს ლამაზი ნამუშევრები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა