| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე მიზანდასახული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ხელმძღვანელია. გამოწვევებსა და სიახლეებს არ უშინდება, რაც მის წარმატებას განაპირობებს. რომ არა დირექტორი აუცილებლად იქნებოდა მასწავლებელი. მისი თქმით, პროფესიამ კომპრომისებზე წასვლა ასწავლა.
გთავაზობ, ბლიც-ინტერვიუს ახალსოფლის საჯარო სკოლის ხელმძღვანელთან.
- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- მაღალი პასუხისმგებლობის მქონეს, მიზანსწრაფულს, სიახლეების, ახალი იდეებისა და ცვლილებების მიმღებს, სასკოლო საზოგადოებაზე მზრუნველს. ვარ გულმოწყალე და ზოგჯერ, მეტ-ნაკლებად მკაცრიც.
- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- რა თქმა უნდა, მასწავლებელი.
- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- დათმობაზე წასვლა, შევიძინე მეტი ამტანობა.
- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ჩემთვის სამაგალითოა სკოლის ხელმძღვანელი, რომლისთვისაც სკოლის კეთილდღეობაზე უწყვეტი ზრუნვა პრიორიტეტია და ამას დიდი სიყვარულით და მონდომებით აკეთებს. დირექტორობა მისთვის მოვალეობაზე მეტია, მუდამ ფიქრობს თუ რა შემატოს სკოლას.
- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- ზედმეტად ვენდობი ადამიანებს. გამოცდილებამ კი მასწავლა, რომ ამ საკითხში სიფრთხილე გამოვიჩინო.
- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- მუდამ „ვდგავარ, იქ სადაც ქარიშხალია“.
- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
- შემიძლია სკოლის გარეშე ცხოვრება?
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა