TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორობა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე“ - ალექსანდრა მენთეშაშვილი, ერტისის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
29-01-2023
-
+



თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრა მენთეშაშვილი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია სკოლის საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინება - მოსწავლეებისა და მასწავლებლების წარმატება. ერტისის საჯარო სკოლის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ დირექტორობა ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობაა. etaloni.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ალექსანდრა მენთეშაშვილთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც....
- სკოლის საჭიროებებზე, მოსწავლეებისა და მასწავლებლების წარმატებებზე, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ პიროვნებად.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- მასწავლებელი, ინჟინერი -ტექნოლოგი(ეს ჩემი პირველი პროფესიაა) ან დიზაინერი.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- საკუთარი თავის მიმართ უფრო მომთხოვნი და კრიტიკული გამხადა, რადგან „მე“ მარტო „მე“ არ ვარ, მე წარმოვადგენ იმ სასკოლო საზოგადოებას, რომლის ხელმძღვანელიც ვარ დღეს. ამავდროულად, გამზარდა პროფესიულად და პიროვნულადაც.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ჩემ გარშემო ყველა დირექტორი ღირსეული და პატივსაცემია, რადგან დირექტორობა დღეს, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- დირექტორად და მასწავლებლად მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა და გადამაფასებინა. ხშირად ვცდილობ, ჩემი მოსწავლეების ადგილზე წარმოვიდგინო თავი და ისე შევაფასო მოვლენები.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- ერთი სიტყვით ვერ გადმოვცემ...დრო, დრო ძვირფასია, ხშირად ვახსენებ ჩემს მოსწავლეებს. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა გვყავს. ვურჩევ, დრო რაციონალურად და მიზანმიმართულად გამოიყენეონ, რომ სამომავლოდ რეალიზებულნი იყვნენ.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
- საკუთარ თავს ყოველი დღის ბოლოს ვუსვამ კითხვას - რა შეიძლება გავაკეთო, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს დღევანდელზე?...

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება