სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ზოოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს
27-01-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ტური მოეწყო. 

Х კლასის (დამრიგებელი: ნ.ბაზაძე) და მე-11 კლასის (დამრიგებელი: ინგა არაბიძე) მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებლის - ნატალია მანდარიას ხელმძღვანელობით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტს ეწვივნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიზიტის ძირითადი მიზანი გახლდათ კოკოჩაშვილის სახელობის ზოოლოგიური მუზეუმის დათვალიერება, სადაც დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ბიოლოგიის მასწავლებლის ნატალია მანდარიასგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ზოოლოგიური მუზეუმის დაარსების ისტორიის და მათი მნიშვნელობის შესახებ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ასევე შეხვდა ასოცირებული პროფესორი ემზარ გორდაძე, რომელიც ბიოლოგიის დეპარტამენტის ცოცხალი მემატიანეა და მუზეუმის დამაარსებლის გიორგი კოკოჩაშვილის აღზრდილი.

მან დაწვრილებით აუხსნა ახალგაზრდებს თითოეული ექსპონატის სპეციფიკური მახასიათებლები. სრულად დააკმაყოფილა თითოეულის ინტერესი და ჩვეული იუმორითა და გამორჩეული ერუდიციით მოსწავლეების ერთი საინტერესო და დაუვიწყარი დღე აჩუქა. ამავდროულად მოსწავლეები ეწვივნენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, სადაც შესვლისთანავე საოცარ გარემოში მოხვდნენ. ეს Fab Lab-ის ლაბორატორიაა, რომლის ხელმძღვანელმა თემურ სახელაშვილმა ჩაუტარა ახალგაზრდებს მინი ლექცია „ფაბლაბის“ დანიშნულების შესახებ.

„აქ შესაძლებელია განსაკუთრებული აზროვნების მქონე ახალგაზრდებმა მოახდინონ თავიანთი იდეების რეალიზაცია და მაღალი ტექნოლოგიის დახმარებით პროდუქტის შექმნა და მისი დაპატენტება“,- აღნიშნა მან.

ასევე მოზარდებს აჩვენა სხვების მიერ შექმნილი პროდუქცია.

შემდგომ ბიბლიოთეკის თანამშრომელმა თემურ ბეჟანეიშვილმა ახალგაზრდებს გააცნო ბიბლიოთეკის სტრუქტურა, ადგილზე მუშაობის სპეციფიკა. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ იქ შექმნილი კომფორტული გარემო. შეხვდნენ სტუდენტებს, რომლებიც საგამოცდო საკითხებს ადგილზე ამზადებდნენ. მათ ასევე შეიტყვეს, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დღესდღეობით მოიცავს 2048 ელექტრონულ წიგნს.

„ახალგაზრდები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული ვიზიტი აწსუ - ში ძალიან დაეხმარება მათ მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება