| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლას საკუთარ საქმეზე შეყვარებული დირექტორი ჰყავს. ლიანა დოლიშვილის თქმით, უსაზღვროდ უყვარს ბავშვები, პედაგოგები და სასკოლო გარემო, ეს ყველაფერი კი ეხმარება იზრუნოს სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე და დაეხმაროთ მათ წინსვლასა და წარმატებაში.
გთავაზობთ, ბლიცინტერვიუს მუხრანის N3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელთან.
- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- ვარ ერთი პატარა სკოლის დირექტორი, უსაზღვროდ მიყვარს ბავშვები, სკოლის პედაგოგები, ადმინისტრაცია და სკოლის გარემო.
- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- მეტყევე, რადგან ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყნის ფლორა და ფაუნა, სადაც თავს ვგრძნობ ბუნების უნიკალურ სამყაროში.
- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- ძალიან ბევრი, თითქმის შევაბერდი ჩემს პროფესიას. მასწავლა ადამიანების მიმართ ურთიერთთანამშრომლობა, მეგობრობა, ერთმანეთის გახიდულობა და ბევრი სიკეთე.
- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ჩემი სამაგალითო კოლეგა და დირექტორი იყო აწ განსვენებული, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, ახალგორის N1 საშუალო სკოლის დირექტორი - ოლია ჩიბირაშვილი.
- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- მასწავლა ის, რომ სკოლაში წამოჭრილ პრობლემებს მოვეკიდო სერიოზულად და ვეცადო ყველა დაბრკოლებამ შემძინოს ბრძოლისუნარიანობა.
- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- „მე ამას შევძლებ და გადავლახავ“!
- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- შევძლებ კი სკოლის გარეშე ცხოვრებას?!
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა