TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყოველი დღე ახდენს ჩვენზე გავლენას, საგანგაშოა - თუ თავს შევატყვეთ, რომ არ ვიცვლებით“ - ივანე თურქიაშვილი, ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი
26-01-2023
-
+


ივანე თურქიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი გახლავთ, რომლისთვისაც ყოველი დღე ახალი გამოცდილებაა. მისთვის ცვლილებები და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თავად გვიყვება, ცხოვრებაში ბევრ პროფესიასთან ჰქონია შეხება, დირექტორობის გამოცდილებამ კი, ასწავლა მარტივ გარემოებაშიც ფარული წახნაგების ძიება. etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს სკოლის ხელმძღვანელ ივანე თურქიაშვილთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- საკუთარი თავის დახასიათებისას ობიექტურობის დაცვა ძალიან ძნელია, შესაძლოა გადავაჭარბო და „ვარ“  ჩავანაცვლო „მინდა ვიყოთი“ ან ძალიან კრიტიკული ვიყო. ამიტომ თავს ვიკავებ....

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი…
- ორ ათასწლეულში და ორ განსხვავებულ სისტემაში ცხოვრებისას ბევრ პროფესიასთან მომიწია შეხება. რას მიმზადებს  ცხოვრება ღმერთმა იცის. ბოლოს, ალბათ, „პროფესიონალი“ პენსიონერი ვიქნები.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- მარტივ გარემოებაში და ვითარებაშიც ვეძებ ფარულ წახნაგებს.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- კონკრეტული პიროვნებას ვერ გამოვკვეთ, მაგრამ ჩემი კოლეგების ბევრ თვისებას ვინატრებ.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- ალბათ ყოველი დღე ახდენს ჩვენზე გავლენას. საგანგაშოა - თუ თავს  შევატყვეთ, რომ არ ვიცვლებით

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- პერიოდულად „მყავს“, ხოლმე ასეთი სიტყვა. სამწუხაროდ დღეს ამ სიამოვნების გარეშე ვარ.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- და ყოველ დღეს შენ თავს ჰკითხე...
და  ყოველ თვეს...  
და ყოველ წელს..

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება