TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორობამ უფრო მეტად დამანახა ბავშვების მიმართ პასუხისმგებლობა“ - რუსუდან ღუბიანური, ყვარელწყლის საჯარო სკოლის დირექტორი
25-01-2023
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან ღუბიანური მოწოდებულია სამშობლოს ღირსეული მოქალაქეები აღუზარდოს. როგორც სკოლის წარმატებულ ხელმძღვანელს, პროფესიამ ასწავლა, თუ როგორ განუვითაროს მომავალ თაობას საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების შეგრძნება. თავადაც პატრიოტი ადამიანია, მისი თქმით, რომ არა დირექტორი სამხედრო მოსამსახურე იქნებოდა და აუცილებლად იდგებოდა ქვეყნის სადარაჯოზე.

გთავაზობთ, ბლიც-ინტერვიუს ყვარელწყლის საჯარო სკოლის ხელმძღვანელთან. 

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- დავახასიათებდი, როგორც მიზანდასახულ, კომუნიკაბელურ და მოსიყვარულე ადამიანად, ჩემი აზრით, სიყვარული გადაარჩენს სამყაროს!

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- სამხედრო მოხელე, უცილებლად ვიდგებოდი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე !

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?...
- დირექტორობამ უფრო მეტად დამანახა ბავშვების მიმართ პასუხისმგებლობა და მასწავლა როგორ უნდა აღიზარდოს და ჩამოყალიბდეს მოსწავლე სრულფასოვან მოქალაქედ, როგორ უნდა განუვითარდეს მას საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების შეგრძნება...

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ალბათ ბევრს დავწერდი, მაგრამ თავს შევიკავებ, თუმცა ღირებულებების მიხედვით სამართლიანი, ობიექტური და პოზიტიური ადამიანი.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- შეცვლით არ შევცვლილვარ, უბრალოდ გამოვიმუშავე ზომიერება და ოქროს შუალედი ყველაფერში.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- „არასოდეს, თქვა არასოდეს!“

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- ჩაი თუ ყავა ?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება