| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

16 იანვარს 2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრი დაიწყო. პედაგოგებს, გარდა გაკვეთილების ჩატარებისა, სხვა ვალდებულებებიც აკისრიათ.
ეროვნულ სასწავლო გემაში აღნიშნულია, რომ კათედრის წევრები რეგულარულად უნდა შეიკრიბონ სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრის ხელმძღვანელებისთვის შექმნილ გზამკვლევშიც განმარტებულია, რომ აუცილებელია კათედრის შეკრება სემესტრის დასაწყისში და ყოველი სემესტრის ბოლოს.
მოგეხსენებათ, კათედრაზე საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლები არიან გაერთიანებულები. სემესტრის დასაწყისში კი მათი შეხვედრა აუცილებელია, ასევე სავალდებულოა, შედგეს კათედრის სხდომის მიმდინარეობის დამადასტურებელი ჩანაწერიც (ოქმი).
კათედრის წევრების შეკრების ორგანიზება კათედრის თავმჯდომარის ფუნქციაა. მის ვალდებულებებში ასევე შედის შეხვედრების დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა.
კათედრის თავმჯდომარეს ასევე ევალება დირექციისთვის კათედრის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება და მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
იხილეთ ასევე: კათედრის სხდომის ოქმში შესატანი აუცილებელი ინფორმაცია - ჩამონათვალი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა