TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კათედრის სხდომის ოქმში შესატანი აუცილებელი ინფორმაცია - ჩამონათვალი
09-11-2022
-
+


ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, კათედრის წევრები სემესტრში მინიმუმ ორჯერ უნდა იკრიბებოდნენ.

აუცილებელია კათედრის შეკრება სემესტრის დასაწყისში და ყოველი სემესტრის ბოლოს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სავალდებულოა, შედგეს კათედრის სხდომის მიმდინარეობის დამადასტურებელი ჩანაწერი.

კათედრის ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილ გზამკვლევში აღნიშნულია, რომ კათედრის სხდომის ოქმში აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი შემდეგი:

  • ოქმის ნომერი;
  • სხდომის ჩატარების ადგილი;
  • სხდომის ჩატარების თარიღი;
  • სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო;
  • სხდომის თავმჯდომარის და მდივნის არჩევის პროცედურა;
  • დამსწრე წევრთა სახელობითი სია და რაოდენობა;
  • დღის წესრიგი (განსახილველ საკითხთა ჩამონათვალი);
  • საკითხების განხილვის რიგითობა;
  • მომხსენებლები;
  • დამსწრე წევრთა მოსაზრებები;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცედურები (კენჭისყრა);
  • თითოეულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება;
  • სხდომის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები.

მნიშვნელოვანია, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კათედრის წევრებისთვის წინასწარ იყოს ცნობილი, რათა შეძლონ მასში კორექტივების შეტანა. ამიტომ რეკომენდირებულია კათედრის წევრებს წინასწარ დაეგზავნოთ დღის წესრიგი და განისაზღვროს სხდომაზე დამსწრეთა სავარაუდო რაოდენობა, რითაც თავიდან იქნება აცილებული ქვორუმის არარსებობა.

კათედრის ოქმის შედგენის შემდეგ სხდომის წევრებს უნდა დაეგზავნოთ სხდომის ოქმის სამუშაო ვერსია, თუ ყველა მათგანი იზიარებს შინაარსს ან წევრების მიერ დოკუმენტში კორექტირების შეტანის შემდეგ ოქმი მიიღებს საბოლოო სახეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება