| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა შუახევის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი მოსწავლეთათვის საინტერესო იყო. ისინი სხვადასხვა პროგრამაში აქტიურად ჩაერთნენ და წარმატებასაც მიაღწიეს.
მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები 1-ელი სემესტრის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ პროექტში - „გიდის ხელოვნება“ , რომლის ხელმძღვანელები დაბა შუახევის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები შორენა კეჟერაძე და ქეთი სარჯველაძე იყვნენ.
მოსწავლეები, პროგრამის ფარგლებში, ქედაში, ძმები ავალიანების მარანს და შუახევში, კოლეჯს „ბლექსი“ ესტუმრნენ. მათ ასევე კავიანის ციხე, გონიოს ციხე და ბორჯღალოს ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმი დაათვალიერეს.
„იმედია, ჩვენი მოსწავლეები „გიდის ხელოვნების“ პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მომავალ ცხოვრებაში გამოიყენებენ“ , - აღნიშნეს სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავს პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობა მოსწავლეთა განვითარებისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ