| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“ ტრადიციული შეხვედრა-დაჯილდოება ბათუმის შემდეგ, ამჯერად თბილისში, კვირას, 8 თებერვალს გაიმართება.
წარმატებულ „იზრუნელებს“ პერსონალური დიპლომები გადაეცემათ. დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან „ეტალონის“ ოლიმპიადების ლიდერი „იზრუნელები“, სპეციალური დიპლომები გადაეცემათ გამორჩეულ მოსწავლეთა კლასის დამრიგებლებსაც.
განსაკუთრებით აქტიურ იზრუნელებს ყველაზე მზრუნველი პროექტისგან სპეციალური საჩუქრები ელით.
საგანმანათლებლო პროექტი Izrune.ge წლებია, ურყევად დგას მომავალი თაობების წიგნიერებისა და განათლების სადარაჯოზე და ამჯერადაც დიდი სიყვარულით ელის ცოდნას მოწყურებულ მოსწავლეებს.
ღონისძიებას პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, რომელიც პირადად გადასცემს „იზრუნელებს“ პერსონალურ დიპლომებს და ტრადიციულად, გულშემატკივართა მოსაზრებებსაც მოისმენს.
ყველაზე მზრუნველი პორტალი კვლავ აერთიანებს სკოლას, მოსწავლეებს და მშობლებს ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ. Izrune.ge-მ ათიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა და მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საგნობრივი და შემეცნებითი ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში კვლავაც დაუღალავად ეხმარება.
„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი
თანხის ჩარიცხვა დღეს, 18:00 საათამდე შეგიძლიათ - დეტალები
კანდიდატთა განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო
„ინდივიდუალურით კი არა, ჯგუფური სწავლებით უფრო მეტს ისწავლის ბავშვი“
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
გამოავლინონ საკუთარი ერუდიცია სხვადასხვა სფეროში