სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის გაიგეს სკოლის ხელმძღვანელებმა, რომ თოვლის პაპა არ არსებობს
29-12-2022
-
+


ახალი წლის დღესასწაული, ყველას ცხოვრებაში დაუვიწყარ და გრანდიოზულ დღედ არის ქცეული. თოვლის ბაბუა კი თითოეული ბავშვის წარმოსახვაში ზღაპრული სამყაროს არსებობასთან ასოცირდება და მთელი გულით სჯერათ, რომ თუ მთელი წელი კარგად მოიქცევიან, თოვლის ბაბუა შორეული ლაპლანდიიდან, ახალი წლის ღამით, საკვამურით სახლში შემოიპარება და სასურველ სურვილებს აუსრულებთ. etaloni.ge-მ სკოლის დირექტორები ბავშვობაში დააბრუნა. ხელმძღვანელები გვიყვება, თუ როდის გაიგეს, რომ თოვლის ბაბუა არ არსეობს.

ლეონინე სულაბერიძე - ტიციან ტაბიძის სახელობის, ვანის მუნიციპალიტეტის, შუამთას საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ კლასში ვიყავი, როცა მივხვდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა. მანამდე გულწრფელად მჯეროდა და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ველოდი ფანჯარასთან დამჯდარი... მერე დამეძინებოდა, დილით კი, დამხვდებოდა საჩუქრები ნაძვის ხესთან.

ყოველთვის ვწუხდი მაინცდამაინც მაშინ რატო მოდის, როცა მე მძინავს-მეთქი. თუმცა ქვეცნობიერში მაინც დღემდე მჯერა, რომ არსებობს კეთილი თოვლის ბაბუ!


ნუკრი ბერიშვილი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე მგონია თოვლის ბაბუა დღესაც არსებობს! ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოიცნოს სხვისი სურვილი და იქცეს მის თოვლის ბაბუად ... რეალურად სასკოლო ასაკამდე მჯეროდა. ყოველთვის მინდოდა, ცოცხალი თოვლის ბაბუა მენახა და ხელი ჩამომერთვა მისთვის. როცა გავიგე, რომ არ არსებობდა, რა საკვირველია ძალიან მეწყინა, თუმცა  მაინც გულის სიღრმეში მწამდა მისი არსებობის... ფანტაზიით ვიყავი და ვარ დღემდე!


ეთერი პაპავა - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვიყავი მეორე კლასში და ძალიან დამწყდა გული, იმის გაგებით, რომ თოვლის ბაბუა, ყოფილა ჩვეულებრივი პიროვნება, რომელიც თეთრი წვერით, გადაცმული სამოსით შემოვიდოდა და მოგვიტანდა საჩუქრებს საახალწლო ნაძვის ხესთან.


იოსებ შავაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის, დიდაჭარის საჯარო სკოლის დირექტორი:

თავიდანვე ყოჩაღი ვიყავი და თოვლის ბაბუის არსებობის არასდროს მჯეროდა. თუმცა,  მინდა მჯეროდეს, რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ნამდვილად ხდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება