სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონმა“ თავდაჯერებული და მიზანდასახული გამხადა“ - „სამტრედიის ეტალონი მოსწავლე“
19-04-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „სამტრედიის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

სამტრედიის N3 სკოლაში გამართულ ღონისძიებას სამტრედიის მერი ვალერიანე ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„სამტრედიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მეგი კაზეიშვილი.

იგი ინტელექტ-ჩემპიონატში შარშანაც მონაწილეობდა. თუმცა „ეტალონი“ მოსწავლის ტიტულის მოპოვება წელს შეძლო. როგორც მეგი აღნიშნავს, მთელი წელი მეტი მონდომებითა და შემართებით ემზადებოდა, რამაც შედეგი გამოიღო და მან პროექტში გამარჯვება მოიპოვა:

„პროექტში წინა წელსაც ვმონაწილეობდი, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიე. მთელი წელი მეტი მონდომებით მოვემზადე და დღეს გამარჯვებაც მოვიპოვე. ახლა ვფიქრობდი, რომ ყველაზე დიდი, რაც „ეტალონმა“ მომცა თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობაა. ვხვდები, როგორ გავიზარდე „ეტალონიდან ეტალონამდე.“ მადლობა პროექტს ამ შანსისა და გამოცდილებისთვის.“

სამტრედიის მერი ვალერიანე ფოცხვერია მადლობას უხდის „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს:       

„მადლობა „ეტალონს“, რომ არის ასეთი სახალხო, შემეცნებითი და ინოვაციური ამდენი წლის განმავლობაში. დღეს სამტრედიაში დღესასწაულია. ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ნიჭიერ და მიზანსწრაფულ ახალგაზრდას ვხედავ. მინდა, მეტი წარმატება ვუსურვო პროექტსა და ჩვენს მოსწავლეებს.“

სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური აღნიშნავს, რომ ინტელექტ-ჩემპიონატმა არამხოლოდ მოსწავლეები და სკოლები, არამედ მთელი ქალაქი გააერთიანა ცოდნის ზეიმის გარშემო:

„დღეს ბავშვების ანთებულ თვალებს ვხედავდი და გული სიხარულით მევსებოდა. „ეტალონის“ ირგვლივ მოსწავლეები, მშობლები, სკოლები და მთელი ქალაქი გაერთიანდა. პროექტი დიდ სიხარულს ანიჭებს ხალხს და წინსვლის სტიმულს აძლევს მომავალ თაობას. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს საქვეყნო საქმის მსახურებისთვის.“

„სამტრედიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მეგი კაზეიშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

ახალი სავალდებულო გამოცდა ემატება - ვის მოუწევს ტესტირება

აბიტურიენტებს პატრიარქი დალოცავს - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა

„ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი...“

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება