სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რესურსცენტრებმა სკოლებში ინფორმაცია გადაგზავნეს -  უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება
26-12-2022
-
+


სკოლებმა რესურსცენტრებისგან წერილი მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კერძო და საჯარო  სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებზე რეგისტრაციას იწყებს.

ტრენინგები ქართული და არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის სრულყოფილად მცოდნე მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი. 

სკოლებს დანართების სახით უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის სარეგისტრაციო ფორმები და მოდულების ჩამონათვალი გაეგზავნათ. დოკუმენტში ტრენინგმოდულების ანოტაციაცაა მოცემული.

სარეგისტრაციო ფორმებში უნდა აისახოს ტრენინგის გავლის მსურველი მასწავლებლების პირადი ინფორმაცია და სასურველი ტრენინგი/ები, საგანი/მიმართულება, სტატუსის მიხედვით განსაზღვრული საკონტაქტო საათების შესაბამისად: უფროსი მასწავლებელი - 20 საკონტაქტო საათი, წამყვანი მასწავლებელი - 12 საკონტაქტო საათი, მენტორი მასწავლებელი  -  6 საკონტაქტო საათი.

„შეგახსენებთ, რომ სტატუსისა და საფეხურის მიხედვით, მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის განსაზღვრული საათობრივი ოდენობის მოდული/მოდულები სტატუსის შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმიდან.   

საგნობრივი ტრენინგის გავლის მსურველი მასწავლებელი აუცილებელია ასწავლიდეს მოდულით გათვალისწინებული სამიზნე აუდიტორიისთვის განკუთვნილ საგანს შესაბამის საფეხურზე და არ უნდა ჰქონდეს გავლილი იგივე მოდული ცენტრის ეგიდით.  

გამჭოლი მიმართულების ტრენინგმოდულის არჩევის შესაძლებლობა აქვს ყველა საგნის და საფეხურის მასწავლებელს.

უცხოური ენების (ინგლისური, გერმანული) მასწავლებლებს, შეუძლიათ გაიარონ ბრიტანეთის საბჭოსა და  გოეთეს ინსტიტუტის მიერ შეთავაზებული საგნობრივი ტრენინგმოდულები.

არასწორი რეგისტრაციის შემთხვევაში, ცენტრი იტოვებს უფლებას, თვითონ შესთავაზოს მასწავლებელს მოდული“, - წერია ინფორმაციაში.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების მიერ შევსებული და რესურსცენტრის მიერ გაერთიანებული დანართები eFlow-ს საშუალებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის სახელზე უნდა გაიგზავნოს.

სკოლებისთვის გაგზავნილ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებს 2023 წლის თებერვლიდან ჩაატარებს. ტრენინგების უმრავლესობა ონლაინ, Teams-პლატფორმაზე ჩატარდება, რამდენიმე მოდულზე კი პედაგოგებს პირისპირ სწავლების არჩევის საშუალება აქვთ.

იხილეთ სარეგისტრაციო ფორმები სტატუსის მიხედვით:

უფროსი მასწავლებლის ტრენინგზე რეგისტრაციის ფორმა

წამყვანი მასწავლებლის ტრენინგზე რეგისტრაციის ფორმა

მენტორი მასწავლებლის ტრენინგზე რეგისტრაციის ფორმა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება