სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში პედაგოგები დამხმარე სახელმძღვანელოს მიიღებენ
23-12-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოს - „პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის“ პრეზენტაცია მოეწყო.

არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა, სახელმწიფო ენის გაძლიერების ხელშეწყობა და სკოლის ბაზაზე არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ორიენტირებულია სამიზნე სკოლებში სახელმწიფო ენის ფლობის დონის გაუმჯობესებაზე და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.

სწორედ ამ მიზნით, ცენტრის ექსპერტებისა და ქვეპროგრამის კონსულტანტ მასწავლებლების ავტორობით შეიქმნა სრულიად ახალი სახელმძღვანელო, რომელიც გადაეცემა სკოლებს, როგორც დამხმარე რესურსი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.

სახელმძღვანელო „პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის" შეიქმნა ნინო შარაშენიძის მეთოდური ხელმძღვანელობით, წიგნის ავტორები კი არიან: ლალი დალაქიშვილი-ასლამაზაშვილი, იზა გვირჯიშვილი, ნონა არევაძე-კოტორაშვილი, ნანა არაბული, ია რობაქიძე, გიორგი ჭაუჭიძე, ცაულინა მალაზონია, ლელა ბუთირიშვილი და თეიმურაზ შალამბერიძე.

პრეზენტაციაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და ქვეპროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ბერიკაშვილმა ისაუბრეს ახალი სახელმძღვანელოს შექმნის პროცესისა და არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის მიზნების შესახებ, ხოლო უშუალოდ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია წარადგინეს ავტორებმა და წიგნზე მომუშავე გუნდის წევრებმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება