სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გვინდა, ბრაილის შრიფტი აფხაზურ ენაზე შევქმნათ და მნიშვნელოვანია, ეს შეთავაზება მოხდეს საქართველოდან“ - მარიამ მიქიაშვილი
23-12-2022
-
+


ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია შეიქმნა, რომლი აქტიურად დაინერგება სკოლებში, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. დეტალების დასაზუსტებლად etaloni.ge-მ მიმართა თბილისის N202 საჯარო სკოლას, რომელიც ამ მიმართულებით სპეციალიზდება - რა ცვლილებები შემოიტანა ახალმა ტექნოლოგიამ სკოლაში და როგორ იყენებენ მას საგაკვეთილო პროცესში? - თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ მიქიაშვილი გვესაუბრა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნული სიახლის დანერგვაში. 

როგორც ქალბატონი მარიამი აღნიშნავს, სკოლას  აქვს  რამდენიმე მოწყობილობა, რომელიც განათლების სამინისტრომ შეუძინა: ბრაილის ეკრანი (Braille display)  და ბრაილის ჩამწერი (Braille note-taker) - ამ მოწყობილობების გამოყენება რეალურად ახლა დაიწყეს და ჯერჯერობით მხოლოდ მე-12 კლასელებს გადასცეს, რადგან სკოლას ამთავრებენ და სურდათ, ჰქონდათ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა.

ელექტრონული ბრაილის შრიფტი არის იმისთვის, რომ უსინათლო ადამიანებმა შეძლონ კომპიუტერის ეკრანზე მოცემული ინფორმაციის წაკითხვა, ასევე ტექსტის კლავიატურაზე აკრეფა, რომელიც ავტომატურად კონვერტირდება ელექტრონულ ფორმატში და მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა დაინახონ მოსწავლის ნამუშევარი; ასევე შესაძლებელია ნამუშევრის გადაგზავნა, თუნდაც მეილზე, ასევე ამობეჭდვა, ეს ინფორმაცია ბავშვს ბრაილით მიეწოდება, მასწავლებელს კი - ბრტყელი შრიფტით.

„ჩვენ, როგორც სპეციალიზებულ სკოლას, გვაქვს ვალდებულება, ტექნიკით უზრუნველვყოთ საჯარო სკოლები, სადაც უსინათლო ბავშვები ირიცხებიან; სკოლის მომართვის საფუძველზე - დროებით სარგებლობაში, ჩვენი სკოლის ბალანსიდან მათი სკოლის ბალანსზე გადავცემთ მოწყობილობა. 2 ცალი უკვე გადავეცით ბათუმის N3 საჯარო სკოლას და ისინიც უახლოეს მომავალში შეძლებენ ქართული შრიფტის გამოყენებას. რასაკვირველია, ვუწევთ კონსულტაციებს მასწავლებლებს, რათა შეძლონ პრაქტიკაში ტექნიკის გამოყენება. ასევე „მასწავლებლის სახლი“ უტარებს ტრენინგს სხვადსხვა მიმართულებით და ამ მხრივ შესაძლებელი ხდება, მათაც განუვითარდეთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარები.“ - აღნიშნავს ქალბატონი მარიამი და დასძენს, რომ ქართული ბრაილის ელექტრონული ვერსია ამერიკელმა ექსპერტმა, ჰარის მობრისმა, გაეროს განვითარების პროგრამის და „მარიანის“ თანამშრომლობის ფარგლებში შექმნა და სურს, სრულიად უსასყიდლოდ შექმნას ბრაილის შრიფტი აფხაზურ ენაზე, რომელიც არ იქნება ელექტრონული სახის.

N202 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ზოგადად ბრაილის შრიფტი აფხაზური ენისთვის არ არსებობს -  ძირითადად იყენებენ რუსულ ასოებს, არადა, აფხაზურ ენაში არის ისეთი ასოები, რაც რუსულში არ გვხვდება:

„მეც ვცდილობ, რომ რეალურად დავეხმარო და მხარდაჭერა გავუწიო, იმიტომ რომ ეს უდავოდ მნიშვნელოვანი სიახლეა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი, არის ის, რომ საქართველოდან მოხდეს ამის შეთავაზება აფხაზეთისთვის და არა რუსეთიდან!“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება