სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

7 ყველაზე სახალისო და გულისამაჩუყებელი საახალწლო ვიდეორგოლი
24-12-2022
-
+


ტრადიციულად, შობა-ახალი წლის დამდეგს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ერთმანეთს ყველაზე სახალისო და ემოციური სარეკლამო ვიდეორგოლების შექმნაში ეპაექრებიან. ვიდეორგოლები, უმეტესწილად, სასწავლო წლის ერთგვარ შეჯამებას, საზოგადოებამდე რაიმე მნიშვნელოვანი აზრის მიტანას ან, უბრალოდ, საზეიმო განწყობის შექმნას ემსახურება. საახალწლო განწყობის ასამაღლებლად 7 საშობაო კამპანიას მოვუყარეთ თავი. თითქმის ყველა მათგანს აერთიანებს თემა - ოჯახი.

1. Disney, „საჩუქარი“

ტრადიციულად, Disney-მ ​ზღაპრული ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. ვიდეო გვიყვება პატარა გოგონაზე, რომელსაც მალე და ან ძმა უნდა შეეძინოს. მთავარ გმირს ჰყავს მოსიყვარულე მშობლები და უფროსი ძმა, რომელიც მას ყველაფერში უჭერს მხარს, მაგრამ ის რაღაც შეუცნობლის მოლოდინშია და ეს ყველაფერი მის მღელვარებას არ აქარწყლებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ გოგონას სახით Disney-მ აგვსახა ჩვენ ყველა 2023 წლის დამდეგს.



2. Amazon - Joy is made („ბედნიერება გაკეთებადია“)

Amazon-მა ერთი პატარა ოჯახის ისტორია​ მოგვითხრო, დანაკარგით გამოწვეული ტკივილი დაგვანახა და კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ბავშვებისთვის მთავარი ჯადოქრები მოსიყვარულე მშობლები არიან.



3. ASDA, „მიულოცე შენს ელფს შობა“

ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელის ვიდეორგოლი 2003 წელს გამოსული საკულტო ფილმის გულშემატკივრებს ნამდვილად მოეწონებათ. შემქმნელებმა იმდენად ოსტატურად დაამონტაჟეს ვიდეორგოლი, ეჭვიც არ შეგეპარებათ, რომ უილ ფერელი ნამდვილად მაღაზიაშია და გარშემომყოფებისთვის საშობაო განწყობის შექმნას ცდილობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ელფი ბადი, ისევე როგორც ფილმში, რამდენიმე სირთულეს აწყდება. 



4. Barbour, „უნიკალური“

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დათვი პადინგტონი სიკეთის გავრცელებას აგრძელებს. ვიდეორგოლის შემქმნელები მიგვითითებენ, რომ გარშემომყოფებისადმი გაკეთებულ სიკეთეს შეუძლია შეცვალოს სამყარო თუ არა, ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც.


5. აეროპორტი „ჰიტროუ“, „საჩუქარი“

მიუხედავად ურთიერთობაში სირთულეებისა ახლობლებთან განშორება ყოველთვის რთულია. „ჰიტროუს“ აეროპორტი გვაჩვენებს წყვილს, რომელმაც გადაწყვიტა შობას უკვე ზრდასრული შვილების გარეშე შეხვდეს. გასაგებია, რომ „ბავშვებს“ ახლა საკუთარი ცხოვრება აქვთ, მაგრამ შობა ხომ ოჯახური დღესასწაულია.



6. Argos, „ისინი მოდიან. იყავით მზად“

სახალისო საახალწლო ვიდეორგოლი წყვილის შესახებ, რომელმაც შობას მთელი ოჯახის თავმოყრა გადაწყვიტა. „ისინი მოდიან! იყავით მზად!“ - ასეთია ვიდეოგოლის სათაური და მოსალოდნელის შესახებ გვაფრთხილებს. 

7. Erste, „შობის გვჯერა“

ჩვეული, მაგრამ ამით არანაკლებ გულისამაჩუყებელი და ზღაპრული ისტორია ერთგვარი გრინჩის შესახებ, რომელსაც სურს დღესასწაული მთელ ქალაქს წაართვას. მაგრამ, როგორც ვიდეორგოლის შემქმნელები ამტკიცებენ, თუ ერთად ვიქნებით და სიყვარულსა და თანაგრძნობას გამოვიჩენთ, ნებისმიერ სიტუაციას გავუმკლავდებით. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება